ფრანგ მოდელს საყოფაცხოვრებო ნივთი აუფეთქდა - ის ვეღარ გადაარჩინეს ცნობილი ფრანგი ფიტნეს-მოდელი და ბლოგერი, 33 წლის რებეკა ბურგერი მოულოდნელად გარდაიცვალა - ნაღების სათქვეფი ბალონი აუფეთქდა. შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. მისმა ახლობლებმა ამცნეს საზოგადოებას ეს სამწუხარო ამბავი და ასევე გამოაქვეყნეს აფეთქებული ნივთის ფოტო. აფეთქებული ნივთი რებეკას მკერდზე მოხვდა და გული გაუჩერდა...
მისმა ახლობლებმა ფოტო იმის გამო გაასაჯაროეს, რომ სხვებსაც მოუწოდონ, თავი შეიკავონ ასეთი ბალონების მოხმარებისგან...
საუბარია მარკა Aრდ"თიმე-ის ბალონზე, რომელიც 2009-2013 წლებშია გამოშვებული. ამ აპარატებს გამოსვლის დღიდან არაერთი ტრავმა გამოუწვევიათ და საბოლოოდ გაყიდვიდან ამოიღეს, თუმცა უბედური შემთხვევების სერია კვლავაც გრძელდება.