"შემეხმიანეთ 30-დან 40 წლამდე ქალბატონები" მომღერალი მამუკა ონაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეძებს ცოლს. როგორც ცნობილია, წლების წინ დაშორდა მეუღლეს (იხილეთ მისი ყოფილი ცოლის ინტერვიუ). როგორც ჩანს, დაიღალა მარტოობით და ასეთი განცხადება გაავრცელა ფეისბუქზე:
"გთხოვთ, არ განმსაჯოთ და ცუდად არ გამიგოთ! ბევრი, ძალიან ბევრი და დიდი ფიქრის მერე გადავწყვიტე, რომ აღარ ვიყო მარტო! არც არასდროს ვყოფილვარ მარტო, მაგრამ გადავწყვიტე შევქმნა ოჯახი!
ამდენი გასტროლების და მოგზაურობის გადამკიდე მივხვდი, რომ დავტორმუზდე და ვიპოვო ჩემი გულის ქალბატონი! ქალბატონი, რომელიც იქნება ჩემი ცხოვრების მეგზური ბოლომდე!
ვხუმრობ? არა, არ ვხუმრობ! ქალბატონები 30-დან 40 წლამდე შემეხმიანეთ მაილზე mamuka_o@mail.ru ან აქ პირადში ფოტოებით! მე თვითონ შეგეხმიანებით ჩემი გადაწყვეტილებით!
ქედს ვიხრი ყველას წინაშე და ასევე ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს არ ვუპასუხე.
პატივისცემით მ.ო."
ასევე იხილეთ: "შვილი ისე მენატრება, ლამის გული გამისკდეს" - მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლის გულახდილი ინტერვიუ