დედამ მცირეწლოვანი შვილები "დასაჯა" და გახურებულ მანქანაში ჩაკეტა... ამერიკაში გამაოგნებელი შემთხვევა მოხდა, რამაც კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება იმაზე, რომ ხანდახან მშობლების სისასტიკე და არაადეკვატურობა მართლა ყოველგვარ ზღვარს სცდება.
ტეხასელ სინტია რენდოლფს ორი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ედება ბრალი. გამოძიების ცნობით, 24 წლის სინტიამ "აღზრდის მიზნით" წლი-ნახევრის ვაჟი და 2-წლი-ნახევრის ქალიშვილი მანქანის სალონში გამოკეტა. ამ დროს ქუჩაში ტემპერატურა 40 გრადუსი იყო, თუმცა დედამ ბავშვები მანქანაში დატოვა და სახლში შევიდა, სადაც მარიხუანას ეწეოდა და დრო გაჰყავდა...
ექიმების ცნობით, ბავშვები სიცხისა და უჰაერობისგან გაიგუდნენ...
მოგვიანებით სინტიამ გამომძიებლებს უთხრა, თითქოს სახლის დალაგების დროს ვერ იპოვა ბავშვები და მხოლოდ შემდეგ აღმოაჩინა მანქანაში, სადაც მისი მტკიცებით, ისინი თვითონ შეძვრნენ და ჩაიკეტნენ. თუმცა ძიებამ დაადგინა, რომ საქმე სხვაგვარად იყო და დედამაც აღიარა, რომ თავად ჩაკეტა ისინი - ცდილობდა ასე ესწავლებინა ჭკუა ქალიშვილისთვის, რომელსაც მანქანიდან გადმოსვლა არ უნდოდა.
სამწუხაროდ, ახლა ბავშვებს ვერავინ და ვერაფერი ვეღარ უშველის - მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რამხელა პასუხისმგებლობაა შვილის ყოლა და მისი აღზრდა და მათ უპასუხისმგებლო საქციელს არაერთი უდანაშაულო პატარა ემსხვერპლება...
ასევე იხილეთ: "თუ 100 ათას ლაიქზე არ ავა, ხელს გავუშვებ!” - მამამ შვილი მე-15 სართულის ფანჯრიდან გადაკიდა, სოციალურ ქსელში პოპულარობისთვის