შიშისა და ცრემლის გარეშე - აი, რა გამოსავალი მოძებნა ქართველების რძალმა ბავშვს სტომატოლოგის ეშინია? არ შეშინდეთ - ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, ქართველების ცნობილი "რძალი" ანფისა ჩეხოვა ბავშვისა და სტომატოლოგის "დამეგობრების" მასტერკლასს გთავაზობთ.
შიშისა და ცრემლის გარეშე - აი, რა გამოსავალი მოძებნა ანფისა ჩეხოვამ.
ანფისას შვილის პირველმა ვიზიტმა სტომატოლოგთან ყოველგვარი შიშის გარეშე ჩაიარა. ბიჭმა მამისგან მედალიც კი მიიღო მამაცობისთვის. ასეთი შედეგისთვის მშობლებმა წინასწარ იზრუნეს - რამდენიმე თვით ადრე ამზადებდნენ თურმე სოლომონს ამ დღისთვის.
მამამ, გურამ ბაბლიშვილმა მოიფიქრა თამაში "კბილის ექიმობანა" და 2-3 თვის განმავლობაში სოლიკოს სისტემატურად ეთამაშებოდა. ამ აქტივობის წყალობით ბავშვმა შეიგნო, რომ კბილის ექიმი სულაც არ არის საშიში, პირიქით, მხიარულიცაა.
წყვილმა ამ ეფექტური ხერხის თაობაზე არაერთ შოუში ისაუბრა. თქვენც გირჩევთ, ადრევე შეამზადოთ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტისთვის. დღეს თუ ხვალ, აუცილებლად დასჭირდება. მანამდე კი კბილის ექიმი მისი სამყაროს ნაწილი უნდა გახდეს. აქციეთ ის თამაშების, ზღაპრების, ამბების გმირად. ეს ნამდვილად აუმაღლებს სტიმულს.