ყველა მარტოხელა ორსულს მინდა ვუთხრა: - მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ! ეს პოსტი ორსულმა განო მელითაურმა დადო რამდენიმე წუთის წინ და ორსულებს მიმართა:
"აუცილებელ საკეისრომდე რამდენიმე დღე მრჩება... ტკივილებმა და სტრესმა ქანცი გამწყვიტეს... ვეღარც დავდივარ... არა უშავს... არც არაფერი... ისე... ჩემთვის... აუტანლად მჭირდება, ეს ხელი ჩემს მუცელზე ვიგრძნო.…
ვისაც რა უნდა, ის თქვას და დაწეროს... ყველა მარტოხელა ორსულს მინდა ვუთხრა:
- მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ!"