რატომ იზრდებიან სადისტებად "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის" მიერ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სამწუხაროა, მაგრამ ეს პატარა ლეკვი ბავშვებმა ისე აწამეს, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
"ვერ გადარჩა პატარა. ბავშვებს უკანა ტანში ჯოხი შეურჭიათ, სწორი ნაწლავი და საშვილოსნო გახეული იყო. რადგან რუსთავში გუშინ ვეტერინარი არ იყო, ლალიკო თვალიაშვილი და მისი მეგობრები თბილისში ჩამოვიდნენ და ლეკვი ლაგოვსკის კლინიკაში მივიყვანეთ. ნაკერები დაედო, გამაყუჩებელი. ყველაფერი გაუკეთდა, მაგრამ უკანა გზაზე დაიღუპა. მშობლებო, ასეთ სადისტებს რატომ ზრდით?" – წერს "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი".
იხილეთ სტატია, რატომ ხდებიან ბავშვები დაუნდობლები