რა მოჰყვა ერთ დაუფიქრებელ საქციელს... სიდნეელმა გარეტ კლირმა მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო მას მერე, რაც თავისი აიფონი დააზიანა. ისე მოხდა, რომ ტელეფონი უკანა ჯიბიდან ამოვარდა, როცა ავსტრალიელი ველოსიპედით სეირნობდა. კორპუსზე სულ რამდენიმე ნაკაწრი გაჩნდა. გარეტმა ისევ ჩაიდო ჯიბეში ტელეფონი და რამდენიმე წამში მიხვდა, რომ თეძოები ეწვოდა.
“უცებ დავინახე კვამლი, რომელიც უკანა ჯიბიდან ადიოდა. მერე კი საშინელი ტკივილიც ვიგრძენი. აიფონი დადნა და ფეხზე მიმეწება. ალბათ, 100 გრადუსამდე იყო მაშინ იქ. ძლივს ავიცალე ფეხიდან, მერე კი უბრალოდ დავიმანჭე ტკივილისგან”, - ჰყვება გარეტი. განაგრძეთ კითხვა