"საიდან ანდენი უსულგულობა და უტიფრობა, ოჯახებში არ იზრდებით?.." სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აწვალებს ორი ახალგაზრდა მოხუც ქალს. ვიდეო ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებლის თქმით იმერეთის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული, სავარაუდოდ ზაფხულში. მას მობილურით გოგონა იღებს, რომელიც სავარაუდოდ მოხუცის შვილიშვილია. მეორე კი, ახალგაზრდა ბიჭი კისტის თოფით ტყვიებს ესვრის მოხუცს და აწვალებს. კადრში ჩანს, როგორ ხალისობენ და იცინიან ახალგაზრდები მოხუცი ქალის ძალადობის ფაქტზე.
ვიდეოს ფეისბუქზე მწვავე კომეენტარები მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები სამართალდამცველებისგან სწრაფ რეაგირებას და მოძალადე ახალგაზრდების სათანადო დასჯას მოითხოვენ:
"კანონით ასეთ საქციელზე თუ არის რაიმე სასჯელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს ორივე პიროვნება გადამღებიც, ასე გულიანად რომ ხარხარებს და მსროლელიც"
"საიდან ანდენი უსულგულობა და უტიფრობა, ოჯახებში არ იზრდებით?..."
"მ...........თ დედაც,მამაც, ...ასეთი გველის წიწილები არ გაზარდოს ღმერთმა!!!!"
"ეს გაუზრდელი ცხოველებიიიი, არცერთს ბებო არ ყავს? ან არ დაბერდებიან?"
"ეს ჩვეულებრივი დანაშაულია და უნდა მოხდეს რეაგირება" განაგრძეთ კითხვა