ბავშვის აღზრდა ბევრ სფეროს მოიცავს და მშობელი ვალდებულია, შვილის სწორად განვითარებას ყოველ ასპექტში შეუწყოს ხელი. ბავშვის აღზრდა ბევრ სფეროს მოიცავს და მშობელი ვალდებულია, შვილის სწორად განვითარებას ყოველ ასპექტში შეუწყოს ხელი.
მნიშვნელოვან საკითხებს შორის წამყვან პოზიციაზე გახლავთ ფული. აუცილებელია ადამიანმა მცირე ასაკიდან ისწავლოს ფინანსებთან სწორი დამოკიდებულება. წლების შემდეგ ეს მას ფულთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებასა და მოგვარებაში დაეხმარება.
სანამ კონკრეტულ რჩევებსა და მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, გეტყვით რომ მცირე ფინანსური პრობლემის არსებობის შემთხვევაში თქენ შეგიძლიათ მიმართოთ vivus ge-ს.
გახსოვდეთ ჩვენთან პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი sesxebi კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.
რაც შეეხება ბავშვისთვის სწორი ფინანსური განათლების მიცემასა და უნარ ჩვევების გამომუშავებას, ეს სტატია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ სამ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას უპასუხებს.
კითხვა N1: რომელ ასაკში და როგორ დავიწყოთ ბავშვთან ფინანსებზე საუბარი?
"რაც მალე მით უკეთესი" - გვპასუხობს ცნობილი წიგნის "როგორ აღვზარდოთ ფინანსურად დამოიკიდებელი ბავშვი?" ავტორი მერი ჰანტი.
ისაუბრეთ ფულზე ბავშვების თანდასწრებით, თუმცა მოერიდეთ აღელვებულ ტონსა და ემოციებს.
"ფულს აქვს ღირებულება და თუ დახარჯავ ფული აღარ გექნება" - ეს გახლავთ პირველი გაკვეთილი, რომელიც ბავშვს ფულთან დაკავშირებით უნდა ჩაუტაროთ.
ამ გაკვეთილის თვალსაჩინოებისთვის, კარგი იქნება, ბავშვებთან ერთად საყიდლებზე სიარულისას გადაიხადოთ ნაღდი ფულით და არა საკრედიტო ბარათით.
ამ დროს ისინი დაინახავენ და დაიმახსოვრებენ ფულის გაქრობის პროცესს.
გარდა ამისა, აუცილებელია ბავშვამდე კარგად მიიტანოთ განსხვავება, აუცილებელ ხარჯებსა და სურვილების დასაკმაყოფილებლად გაწეულ ხარჯებს შორის.
მშობელი ვალდებულია აუხსნას შვილს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შენს ხელთ არსებული ფინანსებისა და გაწეული ხარჯების რაოდენობის თანხვედრა.
ასევე, აუხსენით პატარას შავი დღისთვის გადანახული ფულის აუცილებლობა და მნიშვნელობა.
ბავშვისთვის ფინანსური განათლებისა და ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, რომ არ აასრულოთ მისი ყველა სურვილი და არ შეიძინოთ ყველაფერი ის რასაც შვილი ითხოვს.
ოღონდ გახსოვდეთ, ფრაზა "ჩვენ არ გვაქვს ამის ყიდვის საშუალება" ბავშვისთვის ჟღერს როგორც "ჩვენ ღარიბები ვართ" და ამ ფაქტის გამო ის ნერვიულობას იწყებს.
შვილის ფსიქიკის ტრამვირებისგან თავის დაცვის მიზნით, უმჯობესი იქნება თუ გამოიყენებთ ფრაზას "სჯობს ეს ფული სხვაგვარად დავხარჯოთ".
კითხვა N2: უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს ჯიბის ფული?
სპეციალისტთა აზრით ბავშვებისთვის ჯიბის ფულის მიცემა, მათთვის ფულთან დამოუკიდებლად ურთიერთობის სწავლების, საუკეთესო მეთოდია.
არ არის აუცილებელი ბავშვისთვის დიდი თანხების მიცემა, მაგალითად გამოუყავით მას 6 წლის ასაკში ყოველკვირეულად 6 ლარი და ყოველ წელს თანხა ერთი ლარით გაზარდეთ.
15 წლის ასაკში ბავშვის ყოველკვირეული ჯიბის ფული 15 ლარი გახდება და ამ დროს თქვენ უკვე შეგიძლიათ შეცვალოთ ფულის მიცემის გრაფიკი.
გამოუყავით შვილს მთელი თვის ბიუჯეტი წინასწარ, რათა ის თინეიჯერობის ასაკიდანვე მიეჩვიოს თვიური ფინანსური გეგმის შედგენას.
გახსოვდეთ, არ ღირს მისი ჯიბის ფულის ხარჯვის პროცესში ჩარევა. დაე, თავად გადაწყვიტონ, სად წაიღებენ თანხას. ამით საკუთარ არჩევანსა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას მიეჩვევიან.
ბავშვისთვის მისი ფულის ხარჯვის მეთოდების მითითებით, თქვენს შვილს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საკუთარი თავის რწმენას შეურყევთ.
გააცანით შვილს თქვენი ოჯახის მთლიანი ხარჯები და შემოსავლები. ფულის გადინებისა და შემოდინების პროცესის ადრეულ ასაკში გააზრება ბავშვს მომავალში გამოადგება.
კითხვა N3: რა სიხშირით ჩავუტაროთ ბავშვს ფინანსური გაკვეთილები?
გამუდმებით იზრუნეთ შვილის ფინანსური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.
მაგალითად: გაიყოლეთ მაღაზიაში. მიეცით საყიდლების სია. აუხსენით რას და რატომ ყიდულობთ. აჩვენეთ განსხვავება ფასებს შორის და მიაღებინეთ მონაწილეობა არჩევის პროცესში.
ასევე წაიყვანეთ ბანკში, აუხსენით ფულთან და საბანკო სისტემასთან დაკავშირებული პროცედურები.
გახსენით მის სახელზე ანაბარი და დაეხმარეთ გაიაზროს მისი მნიშვნელობა. ამისთვის 10 წლის ასაკი ოპტიმალური ვარიანტია, რადგან მისი გონება სიტუაციის გააზრებისთვის უკვე მზადაა და თანაც სრულწლოვანებამდე კარგი თანხაც მოგროვდება.
ბავშვისთვის ფინანსური სფეროს გაცნობის მსგავსი შესაძლებლობები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად შეგხვდებათ და თქვენ ვალდებული ხართ არც ერთი მათგანი არ გაუშვათ ხელიდან.