"კი მივეჩვიე თითქმის ამ ქვეყანაში უპასუხისმგებლო ადამიანებს, მაგრამ ახლა ძალიან გამწარებული ვარ..." ეს პოსტი ყველასთვის ცნობილმა ქველმოქმედმა აკა სინჯიკაშვილმა გაავრცელა და სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან კიდევ ერთხელ ეხება აქტუალურ და მტკივნეულ თემას - ექიმების გულგრილობას:
"კი მივეჩვიე თითქმის ამ ქვეყანაში უპასუხისმგებლო ადამიანებს, მაგრამ ახლა ძალიან გამწარებული ვარ... დღეს თბილისში სოციალურად დაუცველი ბავშვი ჩამოვიყვანე, მრავალშვილიანი ოჯახიდან, რომელსაც თვალები აქვს საოპერაციო. 5-ს 10 წუთი აკლდა, მივიყვანე ჯავრიშვილის კლინიკაში "ოფთალმიჯი". ბავშვთა ექიმმა ერთი წამით მოსწყვიტა თვალი ფეისბუქს და გამოაცხადა, 6-ის ნახევრამდე ვმუშაობ, გასინჯვას ერთი საათი მაინც უნდა და ვერ მოვასწრებო. ორჯერ გულით ვთხოვე, ამ ბავშვს უკან ნუ გამატან 15 წუთის გამო, სოფლიდან ჩამოვიყვანე-თქო, რაზეც აღშფოთდა და გამოგვიშვა გარეთ მაინც...
ყოჩაღ "ოფთალმიჯი", ასეთი ადამიანები დანიშნეთ ბავშვების ექიმებად... არა უშავს, ხვალ ახალ კლინიკას მოვძებნი და თავიდან ჩამოვიყვან ბავშვს, სახელი და გვარი არ ვიცი ამ ექიმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შეცდომით არის ბავშვთა ექიმი".