ამბობენ, რომ მანქანის პატრონი სოფოს ოჯახთან მოლაპარაკებას აპირებს... მარტო 2017 წელს, როცა ჯერ იანვარიც კი არ დასრულებულა, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, სულ ცოტა 23 ადამიანია გარდაცვლილი. როდის დასრულდება გზებზე შექმნილი უმძიმესი ვითარება, რაც ლამის მართლაც ერის გენოციდად იქცეს?!
"სიცოცხლე უყვარდა და უხაროდა... ყველა დღეს აზრიანად და საინტერესოდ ატარებდა. გონიერი, ჭკვიანი, ნიჭიერი და უზომოდ თბილი და მოსიყვარულე იყო. მზიანი და ღიმილიანი... ასეთი იყო სოფი... სულ რამდენიმე დღეა გასული მისი არყოფნიდან და ეს საშინელი რეალობა მაიძულებს მასზე წარსულში ვისაუბრო..." - ასე იხსენებს 26 წლის სოფო ბერიძეს მეგობარი.
რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. სოფო ბერიძე, რომელიც საბედისწერო შემთხვევის დროს, ტაქსით გადაადგილდებოდა, ადგილზე დაუღუპა... თვითმხილველთა განცხადებით, ავარია ML-ის მარკის "მერსედესის" მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა და მოძრაობის საპირისპირო ზოლში შეიჭრა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ არ დამტკიცებულა.
ანა, სოფოს მეგობარი:
- სოფო ქუთაისელი იყო. დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში მუშაობდა. სპეციალობით ფსიქოლოგი იყო. ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე, სიცოცხლითა და სიხარულით სავსე გოგო. რამდენიმე დღის წინ, ერთკვირიანი შვებულება აიღო და თბილისში, ძმასთან წავიდა, რომელიც იქ სწავლობს, სტუდენტია. ერთი-ორი დღე რაღაცების მოგვარებას, ძმის სახლის მოწესრიგებასა და შემდეგ, მეგობრებთან ერთად, გუდაურში ასვლას აპირებდა. გიჟდებოდა თოვლზე, სრიალზე, მეგობრებზე და მათთან ერთად გართობაზე. ყველა წუთი გათვლილი, დაგეგმილი ჰქონდა, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწია წარმატებას. ძალიან შრომისმოყვარე და გონიერი ადამიანი იყო.
- იმ საბედისწერო საღამოს სახლში ბრუნდებოდა?
- დიახ, რაღაც საქმეზე ყოფილა გასული და ძმასთან ბრუნდებოდა. გუდაურის სამზადისში იყო. იცი, როგორ ემზადებოდა ამ დასვენებისთვის? იქ წასვლაზე, რომ ლაპარაკობდა, თვალები უციმციმებდა. ძმა ისეთ მძიმე დღეშია, არ ვიცი, ოდესმე შეეგუება თუ არა ამ საშინელებას...
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ემ-ელ-ის" პატრონი მის ოჯახთან მოლაპარაკებას ცდილობს... განაგრძეთ კითხვა