რეპერი ქეთა თოფურიასთან ერთად ტაილანდში ისვენებდა მომღერალი აიზა ანოხინა ყოფილი ქმრის, რეპერ გუფისა (ალექსეი დოლმატოვი) და ქეთა თოფურიას რომანის ამბავს გამოეხმაურა. აიზას რწმუნებით, ის დიდი ხანი ეჭვობდა, რომ რეპერის გვერდით კარგი ქალი იყო.
"გამომდინარე იქედან, რომ გუფმა სწორად ცხოვრება დაიწყო, ეჭვები მქონდა, რომ მის გვერდით კარგი ქალი იყო" - ჰყვება ანოხინა. მისი თქმით ყოფილ ქმართან ხშირი ურთიერთობა უწევს, რადგან გუფი ბავშვს ხვდება. "მისი ახალი ურთიერთობების შესახებ ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ ბედნიერებას ვუსურვებ მათ და იმედი მაქვს, რომ ყველაფრი კარგად ექნებათ". განაგრძეთ კითხვა