39 წლის ლალი ნახუცრიშვილი 2 წელია საწოლს მიჯაჭულია 39 წლის ლალი ნახუცრიშვილი 2 წელია საწოლს მიჯაჭულია. მაშინ, როცა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს მეხუთე შვილის, დემეტრეს მოლოდინში იყო. მას მელანომა - კანის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მშობიარობიდან ერთ თვეში ოპერაცია დაინიშნა. ზურგიდან გაღიზიანებული ხალი ამოკვეთეს. მორიგი კონსულტაციისას გაირკვა, რომ დაავადება პროგრესირებადი იყო. ლალი ყოველდღე მძიმდებოდა საწოლიდან ადგომაც აღარ შეეძლო.
ახლობლების დამხმარებით, გერმანიაში გაგზავნეს ანალიზები, საიდანაც დამაიმედებელი პასუხი მიიღეს. პაციენტს 6 თვიანი ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა ჭირდება. ამის შესაძლებლობა კი ოჯახს არ აქვს. მათი ყოველთვიური შემოსავალი, სოციალური დახმარება 400 ლარია, რომელიც ისევ მედიკამენტებში იხარჯება. ოჯახს კეთილი ადამიანების დახმარების იმედი აქვს. იხილეთ ვიდეო