მამამ ბავშვი მე-15 სართულის ფანჯრიდან გადაკიდა სოციალურ ქსელში პოპულარობისთვის ალჟირში გამაოგნებელი შემთხვევა მოხდა. ადგილობრივმა მცხოვრებმა უჩვეულო მეთოდით სცადა სოციალურ ქსელში პოპულარობის მოპოვება.
კაცმა პოპულარობის გამო საკუთარი 1 წლის ვაჟი ჩააგდო საფრთხეში. ბავშვი მე-15 სართულის ფანჯრიდან გადაკიდა, ქეჩოში ხელწავლებული და ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა.
"ან 100 ათასი ლაიქი, ან ხელს გავუშვებ და გადავაგდებ" - ეწერა ფოტოს. ინტერნეტმომხმარებლებმა დროულად აცნობეს ფაქტის შესახებ პოლიციას და მათაც დროული რეაგირება მოახდინეს.
კაცი დააპატიმრეს და ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
თავად ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. ამტკიცებს, რომ არასდროს მიაყენებდა შვილს რაიმე ზიანს, ეს პოსტი კი უბრალო ხუმრობა იყო.