ფეხმძიმობის მეოთხე კვირა
ფეხმძიმობის მეოთხე კვირა მომავალი დედის გარეგნობაში გარეგნულ ცვლილებებს არ იწვევს. თუმცა ორგანიზმში სერიოზული ტრანსფორმაცია ხდება.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ქვიშის ნამცეცი:
პატარას წონაა:
0,8 გრამი;
პატარას სიგრძეა:
0,36-1 მმ.
რა ხდება ფეხმძიმობის მეოთხე კვირაში?
მეოთხე კვიროს ბოლოსთვის ზიგოტა (განაყოფიერებული კვერცხუჯრედი) საშვილოსნოში გადაინაცვლებს და მის ერთ-ერთ კედელზე მაგრდება. ამ მომენტისათვის მომავალ პატარას უკვე ემბრიონი ეწოდება. ამ პერიოდში ყალიბდება პლაცენტა, ნაყოფის გარშემო არსებული სითხე და ჭიპლარი, რომელიც დამაკავშირებელი ძაფი იქნება დედასა და ნაყოფს შორის. მისი წყალობით, დაბადებამდე ის მიიღებს ყველა სასარგებლო ნივთიერებას, რაც სრულყოფილი განვითარებისთვის თქვენი ორგანიზმიდან სჭირდება.
რას ჰგავს პატარა 4 კვირის ფეხმძიმობისას?
ფეხმძიმობის მეოთხე კვირაში ნაყოფი ქვიშის ნამცეცის ზომისაა. ექოსკოპიის მრავალჯერადი გადიდებისას შეგვიძლია მომავალი ბავშვის თავი დავინახოთ. ემბრიონს სამი უმნიშვნელოვანესი ფენა უყალიბდება: ექტოდერმა, ენდოდერმა და მეზოდერმა. მათი დახმარებით შენდება ჯირკვლები (კუჭქვეშა და ფარისებრი), ტვინი, კუნთები და მომავალი ბავშვის ჩონჩხი.
თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის მეოთხე კვირაში
მრავალი ქალი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან უმძაფრდებათ ყნოსვა. იშვიათ შემთხვევებში აწუხებთ გულისრევის შეგრძნება - ტოქსიკური ფეხმძიმობის პირველი ნიშნები.
მეოთხე კვირის რჩევა
განწყობის კვეთრი ცვლილება, უგუნებობა, მკაცრი დიეტის დაცვა და ფიზიკური დატვირთვა შეიძლება ცუდად აისახოს ფეხმძიმობაზე, გამოიწვიოს ნაყოფის მოცილება. იყავით ყურადღებით საკუთარი თავის მიმართ. ქალთა კონსულტაციაში გაქცევას და აღრიცხვას არ გირჩევთ, ასეთი მცირე ასაკის ფეხმძიმეებს არ არეგისტრირებენ.