ფეხმძიმობის მეთხუთმეტე კვირა
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
მსხალი:
პატარას წონაა:
50 გრამი;
პატარას სიგრძეა:
10-11 სმ.
ფეხმძიმობის მეთხუთმეტე კვირა კარგი განწყობითა და მოზრდილი მუცლით გახარებთ. თქვენს ფეხმძიმობას უკვე გარშემო მყოფებიც ამჩნევენ.
რა ხდება ფეხმძიმობის მეთხუთმეტე კვირაში?
საშვილოსნო ზომაში იზრდება და უკვე მოზრდილ ნესვს ჰგავს. მეთხუთმეტე კვირიდან შეიძლება მეხსიერება გაგიფუჭდეთ. ამას ყოველი მეორე მშობიარე უჩივის. სხვათა შორის, ეს მხოლო სამუშაოსა და ვალდებულებებზე ვრცელდება, რაც ბავშვს ეხება, მომავალ დედას არაფერი ავიწყდება.
რას ჰგავს პატარა მეთხუთმეტე კვირის ფეხმძიმობისას?
თქვენი პატარა საშუალო ზომის მსხალს ჰგავს. მისი ტვინი უსწრაფესად ვითარდება. ტვინის უჯრედების რაოდენობა ყოველ წუთს 25 ათასით იზრდება. ძვლოვანი სისტემა მომწიფებულია. სასქესო ორგანოები უკვე ფორმირებულია, ამიტომ, უკვე კარგად ჩანს ნაყოფი გოგონაა თუ ბიჭი. ამ პერიოდში მუშაობას იწყებს ჰოპოფიზი, ყალიბდება ჯირკვლები (საოფლე).
პატარას რომ შეხედოთ, დაინახავთ, როგორ წოვს თითს, - ანუ ჩამოუყალიბდა წოვის რეფლექსი, რომელიც ძუძუთი კვების დროს გამოადგება.
რა ხდება ფეხმძიმობის მეთხუთმეტე კვირაში?
რადგან პატარას უვითარდება და უგრძელდება ძვლები, ამიტომ ესაჭიროება კალციუმი. მის ნაკლებობას საკუთარი ფრჩხილები გამცნობენ. აგრეთვე, - ღამით კუნთის ძლიერი შეკუმშვა, კრუნჩხვა. სხვათა შორის, კალციუმის შეთვისებას ხელს უშლის მაგნიუმი, რომელიც აუცილებელია პატარის თავის ტვინისა და ნერვული სისტემის ჩამოსაყალიბებლად. ასე, რომ მაგნიუმისა და კალციუმის შემცველ პროდუქტებს ერთად ნუ მიირთმევთ.
მეთხუთმეტე კვირაში ყალიბდება პატარას სისხლის მიმოქცევის სისტემა. ამიტომ თქვენში რკინის ნაკლებობა შეიმჩნევა თავბრუსხვევით, თვალების წინ `წერტილების~ გაჩენით, მუდმივი სისუსტით. რკინის ნაკლებობას გემოგლობინის სისხლის ანალიზიც დაგიდასტურებთ. თუ ექიმმა რკინისშემცველი პრეპარატები დაგინიშნათ, მათ მიღებაზე უარს ნუ იტყვით.
სისხლის მიმოქცევა იზრდება. ამიტომაა, რომ ღამით სუნთქვა გიჭირთ - ცხვირის ლორწოვანი გარსი შუპდება. შეიძლება გაგიჩნდეთ ცხვირიდან სისხლდება.
მეთხუთმეტე კვირის რჩევა
მეთხუთმეტე კვირის პერიოდში ხდება პატარას ფარისებრი ჯირკვლის იოდით მომარაგება, ამიტომ, გაამდიდრეთ რაციონი ამ მიკროელემენტით მდიდარი პროდუქტებით: ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, კივი, მოცხარი.