ფეხმძიმობის მეთექვსმეტე კვირა
"ოქროს პერიოდი" დაგიდგათ: გულისრევა და საპირფარეშოში ხშირი სირბილი მოგეხსნათ, მუცლის ზრდის დისკომფორტი ჯერ არ გაწუხებთ. ასე, რომ დროა, დატკბეთ თქვენი მდგომარეობით.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ფორთოხალი:
პატარას წონაა:
80-100 გრამი;
პატარას სიგრძეა:
110-120 მმ.
სპეციალისტები და გამოცდილი დედები ამბობენ, ამ დროს, თუ პირველი ფეხმძიმობა არა გაქვთ, ბავშვის განძრევას იგრძნობთ.
რა ხდება ფეხმძიმობის მეთექვსმეტე კვირაში?
ბავშვი ინტენსიურად იწყებს წონის აკრეფას. მასთან ერთად იზრდება საშვილოსნოც. თქვენი მუცელი უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება გარშემო მყოფებისთვის. ერთადერთი, რაც ამ პერიოდში გაწუხებთ, მსუბუქი დაღლილობაა. თუ მეორე ან მომდევნო შვილზე ხართ ფეხმძიმე, მუცლის ქვედა მხარეს შეიძლება "პეპლების ფრენა" - ნაყოფის განძრევა - იგრძნოთ. ხოლო პირველშობიარე ქალი ნაყოფის ძვრას მე-18, მე-20 კვირიდან იგრძნობს.
ჭიპიდან საშომდე შეიძლება მუქი ფერის ზოლი გაგიჩნდეთ. ზოგიერთ ფეხმძიმეს ის შეიძლება უფრო გრძელი ჰქონდეს - ნეკნებიდან ეწყებოდეს. ნუ შეშინდებით, ასეთი ზოლი თითქმის ყველა ფეხმძიმეს უჩნდება, მშობიარობის შემდეგ კი უკვალოდ ქრება.
რას ჰგავს პატარა 16 კვირის ფეხმძიმობისას?
თქვენი პატარა წონა: 80-100 გრამია და სიგრძით - 110-120 სმ. ზომით ფორთოხალს ჰგავს და უკვე აქტიურად მოძრაობს. შეუძლიათ თავის დაჭერა. მისი ორივე გვერდზე მიბრუნება. სისხლძარღვოვანი სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია. სპეციალისტებს უკვე შეუძლიათ მისი სისხლის ჯგუფისა და რეზუს-ფაქტორის გამოვლენა. თავისი ფუნქციის შესრულებას იწყება შარდის ბუშტი, თირკმლები. ასე, რომ პატარა ყოველ 45 წუთში ერთხელ შარდავს. ნუ შეგეშინდებათ, სითხე, რომელშიც პატარა იზრდება, რეგულარულად (დღე-ღამეში 10-ჯერ მაინც) იცვლება და აბსოლუტურად სტერილურია.
რა ხდება ფეხმძიმობის მეთექვსმეტე კვირაში?
იმის გამო, რომ პატარა იზრდება, ტოქსიკოზმა კი გაგიარათ, მუდმივად გრძნობთ შიმშილის გრძნობას. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში, ნორმის მიხედვით, 3 კილო უნდა გქონდეთ მომატებული. იმისათვის, რომ მშობიარობის შემდეგ ზედმეტი ზონის დასაგდებად შიმშილმა და ტანჯვამ არ მოგიწიოთ, აკონტროლეთ მადა. ამ პერიოდში წონის მკვეთრმა აკრეფამ შეიძლება ზურგის არეში და ფეხებში ტკივილის შეგრძნება გაგიძლიეროთ. გაჩნდეს ვენების გაფართოების პირველი სიმპტომები.
მეთექვსმეტე კვირაში ფეხმძიმე ქალი მკერდის არეში, მისი მასაში მომატების გამო, ტკივილს განიცდის. თუმცა, წამოზრდილი მუცელიც არანაკლებ დისკომფორტს უქმნის მომავალ დედას, განსაკუთრებით, თუ მუცელზე ძილს ხართ მიჩვეული.
მეთექვსმეტე კვირის რჩევა
განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ საკუთარი შეგრძნებების მიმართ: თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, თუ მუცლის ქვედა მხარეში ტკივილს განიცდით, წაგივიდათ გული, არტერიული წნევა "ხტის" - მიმართეთ ექიმს.
ჰკითხეთ დედას, ფეხმძიმობის დროს ჰქონდა თუ არა ვარიკოზი? აუცილებლად დაკავდით ამ საკითხის პროფილაქტიკით, რადგან ეს პრობლემა, როგორც წესი, მემკვიდრეობით გადადის. ნუ გადატვირთავთ ფეხებს. მეტად დაისვენეთ. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ატარეთ კომპრესიული თეთრეული.
ფეხმძიმობის მეოთხე თვიდან ნაყოფის ნაღველი იწყებს ჩამოყალიბებას. ამიტომ, გაამდიდრეთ რაციონი მცენარეული ცხიმით, თევზის ქონით.