ფეხმძიმობის მეჩვიდმეტე კვირა
მეჩვიდმეტე კვირიდან ფეხმძიმობის მეხუთე თვე იწყება.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
მანგო:
პატარას წონაა:
120 გრამი;
პატარას სიგრძეა:
12-14 სმ.
მუცელი უკვე გეტყობათ. თუ აქამდე გარდერობის განახლება ვერ მოახერხეთ, ამ პერიოდიდან ყოველთვიურად უნდა შეიძინოთ საფეხმძიმე სამოსი.
რა ხდება ფეხმძიმობის მეჩვიდმეტე კვირაში?
ამ პერიოდში მუცელი ზევითკენ იზრდება, ვიდრე გვერდებში. ამან შეიძლება გარკვეული დისკომფორტი და ტკივილიც მოგიტანოთ. თუ ტკივილი მოსათმენია და სისხლდენა არ ახლავს, მშვიდად იყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
რას ჰგავს პატარა მე-17 კვირის ფეხმძიმობისას?
თქვენი პატარა უკვე მანგოსხელაა. 120 გრამს იწონის და 12-14 სმ-მდე გაიზარდა. მისი სხეული ღინღლითაა დაფარული, რომელსაც ლანუგო ჰქვია. თუმცა, ნუ ინერვიულებთ, დაბადებამდე გასცვივა. ჩვიდმეტი კვირის ნაყოფს რომ შეხედოთ, შეამჩნევთ როგორ ეთამაშება ჭიპლარს: ხან მოუჭერს ხელს, ხან გაუშვებს. ამ პერიოდში პატარას ორგანიზმში გამომუშავებას იწყებს ინტერფერონი და იმუნოგლობულინი. თქვენი გაცივების შემთხვევაში პატარა საკუთარი იმუნიტეტით იქნება დაცული. ნაყოფის განვითარებაში კიდევ ერთი მიღწევა კბილების ჩამოყალიბებაა. თუ გოგონას დედა უნდა გახდეთ, იცოდეთ, რომ თქვენს ჩვიდმეტი კვირის პატარას საშვილოსნო უვითარდება.
რას გრძნობთ ფეხმძიმობის მეჩვიდმეტე კვირაში?
მოიმატებს ღრძილების მგრძნობელობა, შესაძლოა დაგეწყოთ სისხლდენაც. გაგიძლიერდებათ ოფლიანობა, გამონადენი საშოდან. საშვილოსნოს გაზრდასთან დაკავშირებით შინაგანი ორგანოები დისკომფორტს განიცდიან. გულძმარვა და ხშირი შარდვა ჩვეული გახდება. პირველს მშობიარობამდე უნდა შეეგუოთ, რაც შეეხება გულძმარვას, რაციონიდან გამორიცხეთ ცხიმიანი, შემწვარი და მრავალკომპონენტიანი კერძები.
სარკეში საკუთარი თავის შეთვალიერებისას, მკერდის შეიძლება კვანძები შეამჩნიოთ, მან მონტგომერის კვანძები ჰქვია და ისინი ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ გაქრება.
მეჩვიდმეტე კვირის რჩევა
თქვენი პატარა უკვე ისმენს ხმებს. ამ პერიოდიდან სასურველია მოასმენინოთ კლასიკური მუსიკა. განსაკუთრებით მგრძნობიარე პატარა მამაკაცის ხმაზეა, დროა, მას მამა `დაელაპარაკოს~. სხვათა შორის, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მამაკაცები, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში პატარებს ესაუბრებიან, უფრო ადვილად ირგებენ მოწესრიგებული მამების როლს.