ფეხმძიმობის ოცდამეთვრამეტე კვირა
ოცდამეთვრამეტე კვირაში შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. როგორც წესი, გოგონები უფრო ჩქარობენ დაბადებას, ბიჭები ცოტას ზარმაცობენ.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ყველის თავი:
პატარას წონაა:
3100 გრამი;
პატარას სიგრძეა:
51 სმ.
რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეთვრამეტე კვირაში?
ამ კვირაში ხშირად შეგაწუხებთ ცრუ სამშობიარო შეტევები. თუ ცრუსა და ნამდვილის გარჩევა არ გასწავლეს (სამშობიარო კურსებზე, ექიმმა), შეტევის დროს ოთახში გაიარე-გამოიარეთ, თუ გაჩერდა, ცრუ ყოფილა და სამშობიაროში წასვლას აზრი ჯერ არა აქვს. თუ არ გაჩერდა, დაავლეთ გამზადებულ ჩანთებს ხელი და სამშობიაროსკენ გაიქეცით.
რას ჰგავს პატარა ოცდამეთვრამეტე კვირის ფეხმძიმობისას?
სრულიად ჩამოყალიბებული პატარაა, რომელიც დედის მუცლის გარეთაც მშვენივრად გააგრძელებს არსებობას.
როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეთვრამეტე კვირაში?
სწორედ ამ კვირაში გამოიყოფა ოქსიტოცინი - ფეხმძიმობის ჰორმონი. ის აუმჯობესებს საშვილოსნოს კუნთებს და ძუძუში რძის წარმოქმნას. აგრეთვე, მომავალ დედებს ენერგიას მატებს, რის გამოც სახლის დალაგება-მოწესრიგების სურვილ უჩნდებათ. თუმცა, გაფრთხილდით, რემონტი და ავეჯის გადაადგილება სხვებს დაავალეთ.
ოცდამეთვრამეტე კვირის რჩევა
თუ პირველი ფეხმძიმობა არა გაქვთ, მშობიარობა უფრო სწრაფად მოხდება. ორგანიზმისთვის უკვე ცნობილია მსგავსი სიტუაცია და პროცესი დაჩქარებულ ტემპში გაივლის. ყურადღება გმართებთ შემდეგი სიმპტმებისადმი: მუცლის დაწევა, საშვილოსნოს ტონუსის მომატება, არადამახასიათებელი გამონადენი, წონის მცირე დაკლება, განავლის შეთხელება, _ ეს ყველაფერი მშობიარობის მოახლოების სიმპტომებია.