ამ კვირაში მშობიარობის დაწყებას ყოველდღე კი არა, ყოველწუთიერად უნდა ელოდოთ.
ნუ განერვიულდებით, თუ თქვენი პატარა ჯერჯერობით არ დაბადებულა. ბუნება ამოუცნობია. ექიმის მიერ დანიშნულ დღეს შეიძლება არ დაემთხვეს.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
გასაბერი ბურთი:
პატარას წონაა:
3500-3800 გრამი;
პატარას სიგრძეა:
52-54 სმ.
რა ხდება ფეხმძიმობის მეორმოცე კვირაში?
თუ თქვენი პატარა ჯერ არ დაბადებულა, პანიკაში ნუ ჩავარდებით. აკონტროლეთ ბავშვის განძრევები. პლაცენტა გათხელდა და პატარას ვეღარ უზრუნველჰყოფს მისთვის აუცილებელი ფუნქციებით.
როგორ იცვლება პატარა მეორმოცე კვირის ფეხმძიმობისას?
პატარა ამ კვირაში უფრო შევიწროვებულად იგრძნობს თავს თქვენს მუცელში. ის საკმარისად გაიზარდა და მომწიფდა დაბადებისთვის. როგორც წესი, ბიჭები გოგონებზე პუტკუნები იბადებიან, გოგონები კი სიგრძეში უსწრებენ.
როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის მეორმოცე კვირაში?
წონაში აღარ იმატებთ. თქვენ ორგანიზმი მშობიარობისთვის ემზადება და ზედმეტი კილოგრამები არაფერში სჭირდება.
მეორმოცე კვირის რჩევა
სამშობიარო ტკივილების დაწყებას მშვიდად შეხვდით. აუცილებლად მოისმინეთ მეანის რჩევები, რომლებიც გასწავლით სწორად სუნთქვას, რაც მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ. კარგი იქნება, თუ თქვენს მშობიარობას თქვენი მეუღლე, მეგობარი ან ახლობელი დაესწრება.