ყველაზე კითხვადი
ხუთი წლის ვაჟის უცნაური თხოვნა, რომელმაც მამა წყობილებიდან გამოიყვანა
ხუთი წლის ვაჟის უცნაური თხოვნა, რომელმაც მამა წყობილებიდან გამოიყვანა
ერთხელ მამა შინ გვიან დაბრუნდა სამსახურიდან, როგორც ყოველთვის დაღლილი და მოღუშული, და დაინახა, რომ კარში ხუთი წლის ვაჟი ელოდა.
- მამა, შეიძლება, რაღაც გკითხო?
- რა თქმა უნდა. რა მოხდა?
- მამა, რამდენს იღებ?
- ეს შენი საქმე არ არის! – აღშფოთდა მამა, - ან რაში გჭირდება?
- უბრალოდ მინდა ვიცოდე. გთხოვ, მითხარი, რამდენს იღებ ერთ დღეში?
- დაახლოებით 50-ს. რა გინდა?
- მამა... – შვილმა ძალიან სერიოზული თვალებით ამოხედა ქვემოდან ზემოთ, - მამა, შეგიძლია, 30 დოლარი მასესხო?
- მაგიტომ მეკითხები, რომ რაღაც სულელური სათამაშოსთვის მოგცე ფული? – აყვირდა მამა. – ახლავე გაიქეცი და დაწექი!.. როგორ შეიძლება, ასეთი ეგოისტი იყო? მთელი დღე ვმუშაობ, საშინლად ვიღლები, შენ კი ასე სულელურად იქცევი.
ბიჭუნა გაიქცა და თავის ოთახში შეიკეტა. მამა კარში გაშეშდა, კვლავ ბრაზობდა შვილზე. "როგორ ბედავს ხელფასზე მკითხოს და მერე ფული მთხოვოს?" თუმცა ცოტა ხანში დაწყნარდა და საღად დაიწყო აზროვნება: "იქნებ მართლა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა იყიდოს. ერთი იმ ოცდაათი დოლარისაც, ვითომ არ მქონია. თან არასდროს უთხოვია ჩემთვის ფული".
ბავშვთან რომ შევიდა, ის უკვე საწოლში იწვა.
- გძინავს უკვე? – ჰკითხა.
- არა, მამა. უბრალოდ ვწევარ, - უპასუხა ბიჭმა.
- მგონი ძალიან უხეშად გიპასუხე, - თქვა მამამ, - მძიმე დღე მქონდა და ნერვები დაწყვეტილი მაქვს. მაპატიე. აი, აიღე ფული.
ბიჭი საწოლზე წამოჯდა და გაიღიმა.
- მამა, დიდი მადლობა! – მხიარულად წამოიძახა.
მერე ბალიშის ქვეშ შეაცურა ხელი და რამდენიმე ტკიცინა ქაღალდის ფული გამოაძრო. მამამ რომ დაინახა, ბავშვს უკვე ჰქონდა ფული, უარესად გაბრაზდა. ბავშვმა კი ფული მშვიდად დათვალა, მერე კი ისევ შეხედა მამას.
- რატომ მთხოვდი ფულს, თუ უკვე გქონდა? – შეუღრინა მამამ.
- იმიტომ, რომ არ მყოფნიდა. ახლა კი ზუსტად მაქვს, - უპასუხა ბიჭმა, - მამა, აქ ზუსტად ორმოცდაათია. შეიძლება, შენი დროის ერთი საათი ვიყიდო? გთხოვ, ხვალ სამსახურიდან ცოტა ადრე მოდი, მინდა, რომ ჩვენთან ერთად ივახშმო.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (59)
04:44 / 31-03-2015
shoko
Bevr bavshvs axasiatebs aseti suprizebis keteba mshoblebistvis...ert erti chemi shvilic.6წლისა me 23ის...da dzalian uyvars roca siuprizs miketebs....miyvarxar deee...
15:19 / 07-03-2015
ra sisulelea. romeli normaluri adamiani miscems 5 wlis bavshvs amxela tanxas an tu adzlevs rato gaubrazdeba 5 wlis shvils fuli rogor momtxovao?ra uazrobaa vaime
23:19 / 14-12-2014
ძალიან მაგარი ბავშვია.უბრალოდ ენატრება მამასთან ყონა.ამ ასაკში მამა დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს ბავშვის თვალში
01:10 / 14-12-2014
me kargad mesmis rogorc bavhvis aseve misi mhoblebis.samwuxaroa magram ras izam es cxovrebaa da rtulia rtuliiii
14:37 / 13-12-2014
kernel
მარი რომ იძახი გეცოდება დღევანდლეი ბავშვები. რომ არ იმუშავონ მშობლებმა მერე უფრო ცოდვები არ იქნებიან საჭმელი რომ მოაკლდებათ?
მსგავსი სიახლეები
04.12.2016
უცნობი ამბები ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან
03.12.2016
პრინცი და ტარიელ დადიანი ერთმანეთს ბანქოს სათამაშო მაგიდასთან შეხვდნენ... - როგორ მოიქცა ქალი?
26.11.2016
და რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული საუნჯე ფაშისტებისგან იხსნა - ადამიანი, რომელსაც ყველა ქართველი უნდა იცნობდეს!
19.11.2016
ზღაპარი ჩემს შვილებს, რომლებსაც არასოდეს უნახავთ ციცინათელები
07.11.2016
კარებთან 20 წლის წინ დაკარგული დედა იდგა...
02.11.2016
დედა, რომელმაც ბავშვთა სახლში მიაკითხა შვილს...




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?