"ლოცვა დედისა, ცაში ღმერთს რომ სწვდება!" ჩვენ - ემიგრანტი ქალები
ჩვენ პირველ ხაზზე მდგარი ჯარისკაცები ვართ. შიშველი, მაგრამ ძლიერი ხელებით ვიბრძვით. ყოველდღიური რწმენით და მიზნით სავსეა ჩვენი საქმე. უკან საქართველოა... ჩვენებია... ოჯახები... ჯიში... და კალმახივით ახეული ლაყუჩებით აღმა მივუყვებით დინებას!
არა, იქნებ უფრო პარტიზანებს ვგავართ - მტერი რომ ვერაფრით მოიხელთებს, ყველგან რომაა, ყველაფრის საქმის კურსში... ასე რომ სჭირდება დღეს დედა-სამშობლოს!..
...და მიდის სიცოცხლისთვის აუცილებელი ძალა...
"დედი, ამანათი იქნება კვირას...''. ,,მარიამს ბებოსგან დაბადების დღისთვის...'' ,,ბანკეტზე გიორგის, ბებოს სიცოცხლეს...'' ,,ვაიმე, ახლავე მიიყვანეთ ექიმთან, საუკეთესოსთან, გადაამოწმეთ...''.
და ფუსფუსი, ლოცვა. ლოცვა დედისა, ცაში ღმერთს რომ სწვდება!
მადონა თედორაძე