ამაღელვებელი ლექსი დედაზე "ხელები"
დედაჩემს სძინავს და სიკვდილს ელის,
ვიცი - ხვალ უკვე აღარ იქნება.
უსაყვარლესი დამჭკნარი ხელი
ჩემს ხელში რაღაც ცივად ინთქმება.
პატარა გოგო მძაფრ სევდას შველის -
ჩემი უფროსი შვილის ნაყოფი,
ხელში მიჭირავს მე მისი ხელიც -
უკვდავებისთვის უხვად სამყოფი.
მათი მშვენების სიმაღლე ქორის
უცივეს დროში საბნად მეხურა,
შეიფრთხიალებს ამ ორ ხელს შორის
ჩემი სიცოცხლის ჩიტი ბეღურა.
გია მურღულია