"მე მინდა შენი ტოლი გავხდე და მერე ერთად დავბერდეთ, დედა..." დღეს ვფეიქრობდი არაფერს დავწერდი, რადგან ვერ წაიკითხავს, მე კი ისე მინდა ვუთხრა, რომ მის გარეშე ვერ ვიქნებოდი კარგი დედა, ვერც მასწავლებელი, ვერც ადამიანი...
დაჯდება, დაიწყობს ხოლმე მუხლებზე ხელებს და აკვირდება. დედაჩემს სიბერე ხელებზე შეეტყო პირველად, ლაქები გაუჩნდა და კანი დაუჭკნაო...
მე მიყვარს მისი ხელები. მაშინაც კი, სანამ წამალს დამალევინებდა, მჯეროდა, რომ მისი შუბლზე დადებული ხელი მომარჩენდა...
იცის,რომ მჭირდება მისი ხელი, გული, მისი თავი... თვითონაც ეშინია, რომ არ დაბერდეს...
არ დამტოვო მარტო! 65 წელი არ არის სიბერე. მე მინდა შენი ტოლი გავხდე და მერე ერთად დავბერდეთ. წაიკითხეთ ასევე: გოდერძი ჩოხელი დედაზე - წაუკითხეთ შვილებს
მაიკო ქსოვრელი