"მხოლოდ სიყვარულის საშუალებით შეიძლება ვიპოვოთ ცხოვრების აზრი, შევინარჩუნოთ სამყარო და ყველა გონიერი თუ მგრძნობიერი არსება" გთხოვ, ეს წერილი შეინახო ისე დიდხანს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება: წლები, ათასწლეულები, სანამ საზოგადოება არ განვითარდება ისე, რომ მიიღოს ის, რასაც ქვემოთ განვმარტავ.
"როდესაც შემოგთავაზეთ ფარდობითობის თეორია, ბევრმა ვერ გამიგო მაშინ. არსებობს ძალიან ძლიერი ძალა, რომელსაც მეცნიერებამ დღემდე ვერ მოუძებნა ახსნა. ეს ძალა - სიყვარულია. სიყვარული სინათლეა, რომელიც ასხივოსნებს მათ, ვინც გასცემს და იღებს ამ გრძნობას. სიყვარულს მიზიდულობის ძალა აქვს. სიყვარული ძალაა, რომელსაც აქვს უნარი გაამრავლოს ადამიანში სიკეთე, ერთგულება და ყოველივე კარგი. სიყვარულისთვის ვცხოვრობთ და ვკვდებით. სიყვარული არის ღმერთი და ღმერთი არის სიყვარული. ეს არის ძალა, რომელიც აზრს აძლევს სიცოცხლეს.
ეს არის ცვლადი, რომელსაც მეტისმეტად დიდხანს ვუკეთებდით იგნორირებას, შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ გვეშინია სიყვარულის.
სიყვარულის გასაგებად, ჩემს ყველაზე ცნობილ განტოლებაში მარტივი ჩანაცვლება გავაკეთე. თუ Е = mc2 - ამის ნაცვლად ვაღიარებთ, რომ სამყაროს განსაკურნებელი ენერგია შეიძლება მივიღოთ სიყვარულისგან, რომელიც გამრავლებული იქნება კვადრატში აღებულ სინათლის სიჩქარეზე, მივალთ დასკვნამდე, რომ სიყვარული ყველაზე დიდი ძალაა, რადგან მას არ აქვს საზღვრები.
მხოლოდ სიყვარულის საშუალებით შეიძლება ვიპოვოთ ცხოვრების აზრი, შევინარჩუნოთ სამყარო და ყველა გონიერი თუ მგრძნობიერი არსება, დავეხმაროთ ჩვენს ცივილიზაციას - გადარჩეს.
შესაძლოა ჩვენ ჯერ არ ვართ მზად "სიყვარულის ბომბის" უძლიერესი "მოწყობილობის" შესაქმნელად, რათა საბოლოოდ გავანადგუროთ შური, ეგოიზმი, სიძუნწე და ყველაფერი ის, რაც ანადგურებს პლანეტას. გარდა ამისა, ყოველი ცალკეული ინდივიდი თავის თავში ატარებს ძლიერი სიყვარულის გენერატორს - ენერგიას, რომელიც ელოდება გათავისუფლებას. სიყვარული იმარჯვებს ყველაფერზე, რადგან ის არის ცხოვრების კვინტესენცია.
ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი გადმომეცა ის, რაც aris ჩემს გულში. გულში, რომელიც ჩუმად სცემს შენთვის მთელი ცხოვრება. შეიძლება ძალიან გვიანი იყოს ბოდიშის მოხდა, მაგრამ დრო - შედარებითია... მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარხარ და შენი წყალობით მივიღე საბოლოო პასუხი!
შენი მამა ალბერტ აინშტაინი".