ყველაზე კითხვადი
"ტელეფონებში ჰქონდათ თავი ჩახრილი და ჩექინდებოდნენ..." - ვალენტინობა თბილისურად
"ტელეფონებში ჰქონდათ თავი ჩახრილი და ჩექინდებოდნენ..." - ვალენტინობა თბილისურად
ეს პოსტი ფეისბუქზე გვერდმა ჯინსების თაობა-მ განათავსა და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. როგორ შეხვდა თბილის ვალენტინობას და როგორი წყვილები დადიოდნენ გუშინ ქუჩებში:

"დღეს რაღაცნაირი დღე იყო, სხვადასხვანაირი ადამიანები ვნახე. ვნახე ისეთები, რომლებსაც ძმაკაცებთან ერთად თაიგულები და სათამაშო დათუნიები მიჰქონდათ თავიანთ შეყვარებულებთან;
ვნახე ისეთები, რომლებსაც ხელში თაიგულები ეკავათ, მაგრამ არც ერთის სუნი არ ყოფილა ტკბილი;
ვნახე ძერსკი გოგოებიც, ხელში 100 ვარდზე ნაკლები რო არ ეჭირებოდათ, სიამაყით გაჯგიმულები რომ მიუყვებოდნენ გზას და მის
You must have Flash Player installed in order to see this player.
გვერდით მოძველბიჭო ტიპები რომ მიჰყვებოდნენ, ერთ ხელში მანქანის გასაღების ტრიალით,
მეორე ხელში აიფონით და ჯიბეში კი უეჭველად 1-2 პრეზერვატივი რომ ედებოდათ, ყოველი შემთხვევისათვის;
ვნახე ისეთებიც, რომლებიც კაფეებში იჯდნენ ერთმანეთის პირისპირ, თაიგული კი გვერდით სკამზე ეგდოთ და არც ერთს ახსოვდა მისი არსებობა და არც ერთმანეთის, ტელეფონებში ჰქონდათ თავი ჩახრილი და ჩექინდებოდნენ;
ვნახე ისეთებიც, რომლებიც ყოველ 2 წუთში შეჰყურებდნენ ტელეფონს და იმ ერთ სმს-ს ელოდნენ;
ისეთებიც, რომლებიც ღერი-ღერზე ეწეოდნენ სიგარეტს და სანაგვე ურნებში ისროდნენ ყვავილებს;


ასევე იხილეთ: "ქალაქში, თოვლში წაიქცა გოგო..." - დღეს მომხდარი ამბავი, რომელმაც ბევრს აუჩუყა გული


ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც "ვულევუს" და "სვაროვსკის" შეფუთვები ჰქონდათ თითზე წამოკონწიალებული, თითქოს გვერდზე გადაკიდულ ჩანთა ტომარაში არ ჩაეტეოდათ;
ისეთებიც ვნახე, სიყვარულს რომ შეთითხნილი ლექსებით და მობოხო წაკითხვის ტონით გამოხატავდნენ...
თუმცა ვნახე ისეთი წყვილი, გოგოს რომ ხელში ერთი ვარდი ეჭირა, მხრებზე ბიჭის ქურთუკი ჰქონდა შემოცმული, ბიჭი მის წინ, თბილისის სიბინძურით შემოსილი ქუჩის გზაზე ჩამუხლულიყო და კედის თასმას უკრავდა... თხელი ჟაკეტი ეცვა, არადა ჩემნაირ ცივსისხლიან ადამიანსაც სციოდა... შეუკრა, წამოდგა, გოგოს ხელი ჩაკიდა, ნაზად აკოცა ხელზე და ორივენი გაიქცნენ უახლოესი ავტობუსისკენ...
დღეს რაღაცნაირი დღე იყო, ერთადერთი, ბოლო წყვილს უბრწყინავდა თვალები სიყვარულისგან".
თეკლა ჟვანია
15601
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
18.04.2017
იქნებ სხვისი შვილების ფეხით გათელილი მიწა ამჯობინა უნაყოფო ლამაზ ცოლს და დიდებას საიქიოში...
11.04.2017
"ერთი უბრალო ქალის ისტორიას გიამბობთ, ერთი უბრალო და უსაშველოდ ნატანჯი ქალის ისტორიას..."
10.04.2017
"შვილიც მყავს, შვილიშვილიც... მაინც მარტო ვარ. თქვენ ჯერ არც იცით, რა არის მარტოობა..." - სტუდენტების საყვარელი პროფესორის საოცარი სიტყვები
09.04.2017
"მამა, მე ღმერთს უკვე მივწერე შენზე, ღმერთი დიდია და სურვილებს ასრულებს..."
31.03.2017
რატომ არ შეიძლება ამ ყველაფერზე შენც დაფიქრდე, შენც გაგახსენდეს დედა, შვილი, ცოლი, ქმარი...”
30.03.2017
"რომ მივალ ექიმს ვეტყვი, სხვა ვენაში გადამისხან, ეს სულ დაიწვა წინა ქიმიის დროს..." - ქართველი გოგონას ჩანაწერები, რომლებიც გაგაოგნებთ...
18.03.2017
ბიჭუნა, რომელიც თოჯინას ყიდულობდა... - ამაღელვებელი ამბავი, რომელიც შეგძრავთ...




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი