მას ისევე სჭირდება დილის ძილი, როგორც მე მას ისევე სჭირდება დილის ძილი, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება სამსახური, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება მეგობრები, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება თანამეცხედრე, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება დასვენება, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება განმარტოება, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება თანადგომა, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება მოფერება, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება თავისუფალი დრო, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება საყვარელი საქმე, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება ახალი ტანსაცმელი, როგორც მე.
მას ისევე სჭირდება წყლის მიმწოდებელი, როგორც მე.
მას, ალბათ, ისევე უყვარს სახლში დაბრუნებულს ცხელი სადილი, როგორც მე.
ის დედაა.
დედა ადამიანია.
დედა არ არის მსხვერპლი.
საკუთარი გაჩენილის მსხვერპლი.
და თუ გეუბნებათ რომ ეს ყველაფერი არ სჭირდება, სცადეთ და ამ ერთხელაც არ დაუჯეროთ.
იქნებ უფრო გვიან დაბერდეს დედა..
მეგი კავთუაშვილი