ყველაზე კითხვადი
"მართლა ცხოვრობდა ორი გიჟი ტყუპისცალი ჩემს ქუჩაზე - თამრიკო და თინიკო..." - ერთი ოჯახის დაუჯერებლად ტრაგიკული ბედი
"მართლა ცხოვრობდა ორი გიჟი ტყუპისცალი ჩემს ქუჩაზე - თამრიკო და თინიკო..." - ერთი ოჯახის დაუჯერებლად ტრაგიკული ბედი
ტყუპ

ეს ამბავი მართლა მოხდა და მართლა ცხოვრობდა ორი გიჟი ტყუპისცალი ჩემს ქუჩაზე. თამრიკო და თინიკო. მათთვის რომ გეკითხათ, თინიკო და თამრიკო იყვნენ. ხალხი კი რატომღაც თამრიკოს და თინიკოს ეძახდა. მამა არავინ იცოდა ტყუპისცალებისა, მგონი თვითონ დედამაც კი, მაგრამ დედა დიდი დასჯილი ქალი იყო ასეთი შვილების ხელში. ერთს რომ მოკლე კაბას ჩააცმევდა, მეორეს გრძელი უნდოდა. მეორეს რომ ჩააცმევდა ეს პირველი გაწვებოდა მიწაზე, მეც გრძელი კაბა მინდაო. კაბების საქმეს რომ მოაგვარებდა მერე
You must have Flash Player installed in order to see this player.
იწყებოდა ქონების გაყოფაზე დავა, სულ სამი ხე ედგათ ეზოში, სამივე
ტყემლისა იყო. თამრიკოს აყვავებული ტყემლის სამივე ხე უნდოდა, ხან ერთს ჩაეხუტებოდა, ხან მეორეს. ხან კიდევ თავიდან იწყებდა და მესამემდე მიდიოდა. ერთი ცალი ინდაური დაუდიოდათ ეზოში, ინდაური რომ ვერ გაიყვეს, დედამისმა კვერცხების გაყოფით მოაგვარა საქმე, დღეს ერთი კვერცხი თამარიკოსი იყო, ხვალ - თინიკოსი. სანამ დღეები არ აერეოდათ, იყო სიწყნარე, აი კალენდრის არევის მერე კი მეზობლებიც ვწუხდებოდით მათი წივილ- კივილით. ყველაზე მეტად კი ის იყო გასაკვირი, არც ერთი რომ ინდაურის კვერცხს არ ჭამდა.
30 წელი გაატარა ტყუპმა და დედამ ერთად. მეზობლებს ისე უყვარდათ, როგორც ასეთი გიჟების ატანა შეიძლებოდა. მიეჩვივნენ უბრალოდ, მართალია თვითონ მზე და მთვარე არ ამოსდიოდათ ამ ქალებზე, მაგრამ უცხოს არაფრით არ დააჩაგვრინებდნენ.
არავინ იცის, გაიგეს თუ არა სიკვდილის მნიშვნელობა გიჟმა დებმა, მაგრამ დედის გარდაცვალების მერე მთელი სოფელი ერთი კითხვით იხსენებდა მათ, - რა ეშველებათ აწი?
რა და დასევდიანდენ. ძველებურად არ ჩხუბობდენ. ერთმა მეზობელმა თქვა, გუშინ დავინახე კიბეზე თამრიკო თინიკოს თმას ვარცხიდაო, ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, იმდენად, რომ ვერავინ დაიჯერა, სანამ საკუთარი თვალით რამდენჯერმე არ ნახა ყველამ.
დიდხანს არ უგლოვიათ, რადგან ფერადი ტანსაცმელი უყვარდათ. ცოტა სასმელი და სიგარეტი. გაიპრანჭებოდნენ, დადიოდნენ სოფელ-სოფელ, ხან ვის ჭიშკართან ცირკაობდნე, ხან ვისი. ასე ირჩენდნე თავს. ერთი რომ ყირაზე დადგებოდა, მეორე ტაშს უკრავდა და პირიქით. ყველაზე ლამაზები ვართო, ყველაზეო. უშნოები ნამდვილად არ იყვენ. არ იყვნენ უშნოები. სულ მხიარულები და გაცინებულები დადიოდენ. მხოლოდ დედის ხსენებაზე სევდიანდებოდნენ, მერე ისევ სიგიჟე წამოუვლიდათ და სოფლის შარას გაუყვებოდენ.
წვიმა ჩამოსდიოდათ სახურავიდან. ოთახებში ალაგ-ალაგ ბალახიც იყო ამოსული. ხან ვინ შემოუტადა შეშას ზამთარში, ხან ვინ. უფეხსაცმლოდ სიარული უყვარდა თამრიკოს, სულ ეუბნებოდა თინიკო, აგერ ჩემი ფეხსაცმელი, ერთი შენ ჩაიცვი, ერთს მე ჩავიცმევო, მაგრამ არ იგონებდა. გაცივდა ამასობაში და ისე ახველებდა, რომ მეზობლის ძაღლებს არ ეძინათ ღამე.
ახალი წელი თედებოდა. თინიკო მეზობლის ეზოში გადავიდა მეკვლესავით დილაადრიან და უთხრა, თამრიკო აღარ სუთქავსო... მას მერე სახლს არ ეკარებოდა თინიკო. 40 წლისა 60 წლისას ჰგავდა. დადიოდა სოფელ-სოფელ დახეული ფეხსაცმელებით და ნაჩუქარი ტასაცმლით. ერთი გასაცოდავებული ქოლგით. ყველას იმას უყვებოდა, თამრიკომ რომ მისი ფეხსაცმელები არ ჩაიცვა და მერე მოკვდა. მე ვაძლევდი, არ მენანებოდა, ვაძლევდიო. მერე ხმას უწევდა და ტირილს იწყებდა. ტირილიც გიჟის იცოდა. უცრემლო.
სოფლის სკოლას პატარა ბიბლიოთეკა ქონდა. იქ იძინებდა და თან სკოლას ალაგებდა ხოლმე. ხუთი წელი ასე მოჩვენებასავით იცხოვრა თინიკომ. 5 წლის მერე...
სკოლის ეზოში პატარა ეკლესია იდგა. მეთოთხმეტე საუკუნის ეკლესია. არავინ იცის, რატომ და როგორ გაჩნდა ცეცხლი ტაძარში. შეიძლება სანთლის ნამწვავისგანაც გაჩენილიყო. სოფელი ღრმა ძილში იქნებოდა, როცა ტაძარი ცეცხლის ალმა გაანათა. მიცვივდა ხალხი და ვერაფერი უშველეს. მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის მერე ტაძრის ახლოს ბალახზე დაწყობილი საუკუნოვანი ხატები ესვენა, იმ დღიდან ეძებდნენ თინიკოსაც, მაგრამ ვერსად მიაგნეს. ტაძრის ნანგრევების დასუფთავებისას რკინის პაწაწინა სარკე იპოვეს სოფლელებმა მხოლოდ, რომელიც თინიკოს პომადის წასათითხნად მუდამ ჯიბით დაჰქონდა...

ანა ლაშხელი-ონიანი
17286
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
18.04.2017
იქნებ სხვისი შვილების ფეხით გათელილი მიწა ამჯობინა უნაყოფო ლამაზ ცოლს და დიდებას საიქიოში...
11.04.2017
"ერთი უბრალო ქალის ისტორიას გიამბობთ, ერთი უბრალო და უსაშველოდ ნატანჯი ქალის ისტორიას..."
10.04.2017
"შვილიც მყავს, შვილიშვილიც... მაინც მარტო ვარ. თქვენ ჯერ არც იცით, რა არის მარტოობა..." - სტუდენტების საყვარელი პროფესორის საოცარი სიტყვები
09.04.2017
"მამა, მე ღმერთს უკვე მივწერე შენზე, ღმერთი დიდია და სურვილებს ასრულებს..."
31.03.2017
რატომ არ შეიძლება ამ ყველაფერზე შენც დაფიქრდე, შენც გაგახსენდეს დედა, შვილი, ცოლი, ქმარი...”
30.03.2017
"რომ მივალ ექიმს ვეტყვი, სხვა ვენაში გადამისხან, ეს სულ დაიწვა წინა ქიმიის დროს..." - ქართველი გოგონას ჩანაწერები, რომლებიც გაგაოგნებთ...
18.03.2017
ბიჭუნა, რომელიც თოჯინას ყიდულობდა... - ამაღელვებელი ამბავი, რომელიც შეგძრავთ...




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი