"რა გვჭირს? ტვირთია მოხუცი მშობლები? აღარ გვჭირდება?"
"რა გვჭირს? ტვირთია მოხუცი მშობლები? აღარ გვჭირდება?"
სოციალურად დაუცველ ოჯახში მოვხვდი. ბევრი საცოდაობა მინახავს, მაგრამ შემძრა იმ უბედურებამ, რაც იქ დამხვდა. 60 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი დანგრეულ, შუშებჩამტვრეულ ქოხმახში ღრმად მოხუც მამასთან და 13 წლის შვილობილთან ერთად ყოველდღიურად ებრძვის შიმშილით სიკვდილს. არ აქვს გათბობა, საწოლი, მაგიდა, სკამი, კარადა… არაფერი აქვთ, რაც ოჯახს სჭირდება. მიწაყრილ იატაკზე თაგვის ცურცლებში ლეიბის ნაგლეჯი გდია, წარმოუდგენელი ანტისანიტარიაა. დიასახლისი ტირის, რომ პენსია წამლებში წინასწარ აქვს დახარჯული, ახლა სოციალური შემწეობაც მოუხსნეს და
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბავშვის დახმარება, თვეში 10 ლარი მათი ერთადერთი შემოსავალი.
– რა
მიზეზით მოგიხსნეს დახმარება? – ვეკითხები გაოგნებული – მსგავსი უბედურება ჯერ არ მინახავს. რის გამო შეიძლება ამ საცოდავებს დახმარება შეუწყვიტო... “პლიტა” ჩავრთეო და დენის გადასახადი რომ მომივიდა, იმიტომო. გადავირიე.
წავედი ჯანდაცვის სამინისტროში და მოვუყევი ნანახი და მოსმენილი. პირადი ნომერი გაგვიგე, ბაზაში გადავამოწმებთო, შეცდომა არ იყოსო - შეფიქრიანდნენ. ოპერატიულად გავარკვიე. გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ იმ საწყალ ქალს 13 წლის შვილობილის გარდა, 2 ზრდასრული შვილი ყავს, ორი გოგო... და იმ დანგრეული ქოხის გარდა, დიდუბეში, საცხოვრებელ კორპუსში 3-ოთახიანი ბინა აქვთ, თავისივე სახელზე რეგისტრირებული. დაჯერება გამიჭირდა. მე თვითონ გადავამოწმე საჯარო რეესტრის საიტზე. წავედი მითითებულ მისამართზე. ფანჯრები ღია იყო, მაგრამ კარი არავინ გამიღო. მეზობლები გამოვკითხე, დამიდასტურეს, რომ ბინა იმ ქალს ეკუთვნის, მაგრამ მხოლოდ მისი ქალიშვილები ცხოვრობენ.

რა გვჭირს?
ტვირთია მოხუცი მშობლები? აღარ გვჭირდება? ვიდრე შეეძლო, თან რომ გვყვებოდა, ეს მისი მოვალეობა იყო და ახლა მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია?

მეტროთი შვილთან ერთად ვმგზავრობდი. სახედამალულმა მოხუცმა ჩამოიარა ტირილით, დამეხმარეთო. მშიაო. ჩურჩული მომესმა გვერდიდან – მგზავრმა მგზავრს გადაულაპარაკა:
– სახეს რას მალავს მერე, თუ შიაო. იქნებ არც არის მოხუციო...
– ამ ქალს შვილები არ ჰყავს? – კაბაზე მომქაჩა ბავშვმა.
– არ ვიცი, არ ვიცნობ. თან რა მნიშვნელობა აქვს, ცოტა ფულით დავეხმაროთ. რაკი ითხოვს ე.ი. სჭირდება. – ვუხსნი ჩუმად.
– როგორ არ აქვს მნიშვნელობა, შვილმა ხომ უნდა მიხედოს დედას, – არ მეპუება.
– შეიძლება არ ჰყავს შვილი; შეიძლება, ჰყავს და იმასაც შია; შეიძლება ჰყავს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. – შევეცადე ყველა შესაძლო ვარიანტი მეთქვა.
მესამემ ჩააფიქრა.
– მოხუც დედას არ აქცევს ყურადღებას? – გაოცებული მიყურებს. – შვილის უფლება რომ ჩამოართვას პოლიციამ, არ შეიძლება?
– კანონი არ ავალდებულებს ადამიანს მოხუც მშობლებზე ზრუნვას. თვითონ უნდა მიხვდეს, დედ-მამა რომ ასეთ დღეში არ ჰყავდეს. მაგრამ, ალბათ, ამ ქალის შვილსაც ძალიან უჭირს და ისევ დედის დახმარება სჭირდება. – გავუმარტივე ფიქრები და იქვე, მეტროში ადამიანების თვალთვალი დავიწყე.
მოზარდი გოგო-ბიჭები მხიარულად ახტებოდნენ ესკალატორის საფეხურებს. არც ყურსასმენიანი სტუდენტები გრძნობდნენ თავს ურიგოდ. 30-40 წლის ადამიანები, ცალ ხელში რომ პატარა ხელი უჭირავთ და მეორეში - სმარტფონი, ან ტელეფონში იქექებოდნენ ან ფიქრებით დატვირთულნი ელოდნენ ბაქანზე გადასვლას. აი, ორმოცდაათს ზემოთ, ვერაფერი დავინახე სანუგეშო.


ასევე იხილეთ: "ჩვენ ემანსიპირებული ქალები ვართ. ჩვენ აჩქარებული ტემპით ვცხოვრობთ... ჩვენ უფრო ადრე დავბერდებით..."


მომეჩვენა, რომ ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად ბეჩავდებიან და ეს არ არის მხოლოდ წლებით გამოწვეული. მომეჩვენა, რომ ჩვენთან ასაკოვანი ადამიანები იშვიათად გამოიყურებიან მხნედ, ამაყად, ბედნიერად.

რამდენიმე თვის წინ ტელეეთერში მოხუცი ქალის შესახებ გავიდა სიუჟეტი. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მარტოხელა ბებო სოციალურ დახმარებას, თვეში 60 ლარს გულსაკლავად ითხოვდა. თანამშრომლებმა ფული შევკრიბეთ, საკვები ვიყიდეთ და ჩვენს შორის ყველაზე ყოჩაღებმა გურჯაანში ჩააკითხეს სიუჟეტის გმირს. მარტოხელა ბებო სამი ვაჟკაცის დედა აღმოჩნდა. სამივე დაოჯახებული, დაწვრილშვილებული, უმუშევარი, მაგრამ მეურნეობის პატრონი. ჩვენდა გასაოცრად, ერთ-ერთი შვილი მანქანით დაგვხვდა და საჩუქრებით დატვირთული ჩანთები დედის სახლამდე მიგვატანინა. შემოესივნენ ბებოს შვილიშვილები, გახსნეს ნობათი... იმედი დავიტოვეთ, რომ ჩვენი ნაყიდი საკვებიდან რაიმე იმ ბებოსაც შეხვდებოდა და დავემშვიდობეთ...

ორ ცეცხლს შუა ვარ. არც ახალგაზრდა სიკვდილი მინდა და არც სიბერე. საერთოდ რატომ ვფიქრობ ამაზე, რა დროს სიბერეა? 2017 წელია და საპენსიო სისტემა ჯერ კიდევ არ გვაქვს. რომ მიიღონ, კიდეც მეეჭვება, იმდენის დაგროვება მოვასწრო, ღირსეული ცხოვრების შენარჩუნება რომ შევძლო. რის იმედად ვართ? ვის იმედად ვართ? ასე ჩემსავით, დილიდან დაღამებამდე ხომ ისინიც შრომობდნენ, ახლა ხელებგაწვდილები რომ დგანან შუქნიშნებთან, სხედან მეტროს ამოსასვლელებთან, ტირიან ტელეეკრანების მიღმა.

ვაითუ ისეთივე სიბერე მოვიდეს, როგორიც ჩვენს მოხუცებთან მოვიდა. დაჭმუჭნილი, დარდიანი, ერთფეროვანი, თავზე წისქვილის ქვადატრიალებული, კაპიკ-კაპიკ გაწერილი და მაინც დუხჭირი სიბერე პირადი ცხოვრების გარეშე...
მეგი კავთუაშვილი
33359
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (3)
14:44 / 13-04-2017
Russ
ეს ხალხი საიდან ჩნდება არ გიფიქრიატ?გამოკეტავენ სოფლებში სახლებს ჩამოვლენ შევლენ ვაგონშიან სარდაფში და იტხოვენ დახმარეBას
20:12 / 18-03-2017
ნონა
გული მომიკვდა.ავიწყდებათ,რასაც გასცემენ ის რომ დაუბრუნდებათ.,,გოდორი,,გახსოვთ სკოლაში რომ ვსწავლობდით?ნამდვილად კარგი ნიმუში იყო ურთიერთობებისთვის.
12:08 / 16-03-2017
ლალი
სენსიტიურ თემას შეეხეთ. დამაფიქრებელი ამბავია.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
25.05.2017
"მშობლები კამათობდნენ რა უფრო საშიში იყო ბავშვისთვის, ფილტვების ანთება თუ რუსთაველზე ტყვიების წვიმაში გავლა..." - მწარე მოგონებები 1990-იანებიდან
11.05.2017
"წავიდა უთქმელი, საბანი შემისწორა და წავიდა... არ გავაყოლე ჩვეული კოცნა... მარტო ერთი ქილა ლობიო გავატანე"
18.04.2017
იქნებ სხვისი შვილების ფეხით გათელილი მიწა ამჯობინა უნაყოფო ლამაზ ცოლს და დიდებას საიქიოში...
11.04.2017
"ერთი უბრალო ქალის ისტორიას გიამბობთ, ერთი უბრალო და უსაშველოდ ნატანჯი ქალის ისტორიას..."
10.04.2017
"შვილიც მყავს, შვილიშვილიც... მაინც მარტო ვარ. თქვენ ჯერ არც იცით, რა არის მარტოობა..." - სტუდენტების საყვარელი პროფესორის საოცარი სიტყვები
09.04.2017
"მამა, მე ღმერთს უკვე მივწერე შენზე, ღმერთი დიდია და სურვილებს ასრულებს..."
31.03.2017
რატომ არ შეიძლება ამ ყველაფერზე შენც დაფიქრდე, შენც გაგახსენდეს დედა, შვილი, ცოლი, ქმარი...”




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი