ბოცორია - ბათუმელი კეთილი სალოსის ნამდვილი ამბავი, რომელიც აგატირებთ
ბოცორია - ბათუმელი კეთილი სალოსის ნამდვილი ამბავი, რომელიც აგატირებთ
ეს ამბავი ბათუმელ სალოსზეა, რომელსაც ბოცორია ერქვა. აი, როგორ იხსენებს მას ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი:
"ბოცორია -  ბათუმის კოლორიტი, გონებაამღვრეული სიკეთე, სუფთა სულის შეშლილად მონათლული სალოსი... ჩემი ბათუმური ბავშვობის კეთილი ბუა, მისით გვაშინებდნენ უფროსები: დაიძინე, თორემ ბოცორია მოვაო! ჭამე, თორემ ბოცორია მოვაო!.. ჩვენ გვეშინოდა, მაგრამ სადღაც ჩუმად გვიკვირდა კიდეც, ნეტავ, ამ შავ ანაფორაში და გულზე ჯვარდაკიდებულ კაცს ჩვენთვის რა უნდა დაეშავებინა?.. მაგრამ მაინც, მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს გვცემდა... თუმცა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ისიცაა, ჩვენ კი გვაშინებდნენ, მაგრამ უფროსებს კარზე მომდგარი ბოცორია სახლში
ყოველთვის შემოჰყავდათ, საჭმლითაც უმასპინძლდებოდნენ და ტანსაცმელსაც აძლევდნენ... ბოცორიას ნამდვილ ისტორიას ახლა, წლების მერე ვიგებ... გავაპატიე რაა, ბოცო..."

ეს კი ბოცორიას რეალური ისტორია გვერდიდან "ბათუმი და აჭარა": 

"ბოცორია" (ვარლამი)... ნამდვილი ისტორია ბათუმის ყველაზე კეთილ კოლორიტზე.

--ბოცორია წარმომავლობით იმერეთის ერთ პატარა სოფელში დაბადებულა. დედა ადრე გარდაეცვალა, მამას სხვა ქალი შეურთავს და მერე ბიჭიც გასჩენიათ. სოფელი გაუყიდიათ და ქალაქში გადმოსახლებულან. აქ ერთი პატარა სახლი შეუძენიათ. ვარლამი – ასე ერქვა ბავშვს... დედინაცვალს ვერაფრით შეგუებია და სახლიდან გაპარულა... ეს უპოვარი ბიჭი ეკლესიის კარზე იზრდებოდა... ზამთარ-ზაფხულ ხელგაწვდილი, კეთილი ადამიანების მოწყალებითა და ზრუნვით გაჰქონდა თავი. დრო გადიოდა... ეკლესია იყო მისი სახლიცა და კარიც... ღმერთი – მამა მოწყალე, ღვთისმშობელი – დედა მფარველი... უფალმა ინება მიეცა მისთვის დაფარული სიბრძნე და უდიდესი სიყვარული მოყვასისა... სალოსობდა... ღამ–ღამობით, სადღესასწაულო დღეებში, ჩუმად შეიმოსებოდა მღვდლის სამოსით, გულზე დიდ ჯვარს დაიკიდებდა და წავიდოდა შემოსალოცად... ...როცა მამა გარდაეცვალა, ძმამ სახლი გაუყიდა და როგორც გონშერყეული, საგიჟეთში მოათავსა... მრევლს თვალში მოაკლდა იგი. ბოცორიას ხომ ყველა იცნობდა... ეძებეს და ვერ მიაგნეს... ერთხელ პატრიარქი ჩამობრძანებულა და წმიდა ნიკოლოზის ტაძრის კარიბჭესთან ბოცორია რომ ვერ შეუნიშნავს, მოუკითხავს – სად არისო... შეუტყვია მისი გაუჩინარების ამბავი, მოაძებნინა თურმე და საგიჟეში აღმოაჩინეს...
– პატრიარქმა გამომიყვანა იმ ჯოჯოხეთიდანო, – იგონებდა თვალცრემლიანი ბოცორია.
– მე და პატრიარქი ერთი კბილა ვართო, – სიყვარულით იხსენებდა უწმინდესთან გატარებულ დღეებს.
ამის შემდეგ იგი აღარ მოსცილებია ტაძარს. სწორედ მასზე შეიძლებოდა გეთქვა ღვთითგანსწავლულიაო. ზეპირად იცოდა საეკლესიო კანონები და წესები, საქართველოს პატრიარქთა ბიოგრაფიები, აღსაყდრებისა და ანგელოზთა დღეები... არაფერი ავიწყდებოდა და გამორჩებოდა... არასოდეს არავის განიკითხავდა. უსაზღვროდ კეთილი იყო, თავად უპოვარი და უქონელი, უსახლკარო, მშიერი, ყოველთვის იმის ცდაში იყო, სხვისთვის როგორ გაემართა ხელი... კეთილი ადამიანების წყალობით თავის სარჩენი ფული ყოველთვის ქონდა...
მერე ერთმა მადლიანმა ოთახი მისცა იტალიური ეზოს პირველ სართულზე – მიწის გასწვრივ... ეს სამ მეტრიანი ოთახი უბრალო ღამის გასათევი თავშესაფარი იყო. კედელთან რკინის საწოლზე დაგლეჯილ-დაკონკილი ლეიბი და საბანი... საწოლის თავზე სხვადასხვა ზომის ჯვრები და ფსკვნილები... მოპირდაპირე მხარეს დაბალი, კარგამოგლეჯილი კარადა... კარადის თავზე შავი, ხუთსანთლიანი მძიმე შანდალი... ცენტრში კი პატრიარქის სურათი... ირგვლივ ხატები, იქვე თავმომწვარი სანთლები და სასაკმევლე...
............................................................................
ისე წავიდა, საკუთარი გენი და სისხლი არ შეუგრძვნია... უცნობი თვის ნებით, ნაცნობი ღვთის ნებით... ცნობილი ღმერთისთვის, ცნობილი ხალხისთვის... თვითონ ღარიბი, სხვისთვის ხელის გამწოდებელი... გაუტეხელი წვალებასა და გაჭირვებაში, შევიწროებასა და დევნილობაში... ყველაფრის უქონელი და ყველაფრის მქონე... მფლობელი ზეციურ განძთა... უბადრუკი და დამცირებული... უვიცთაგან ბავშვთა საფრთხობელდად მოხსენიებული – მაინც გაუტეხელი... მაინც პირმოცინარი და იმედიანი... ღვთითშემოსილი გლახა...
2015 წელი.
ელენე ნიკოლეიშვილი”.
9113
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
29.05.2017
"ახლაც ისე კოკისპირულად წვიმს, როგორც იმ დღეს, ცამეტი წლის წინ..."
25.05.2017
"მშობლები კამათობდნენ რა უფრო საშიში იყო ბავშვისთვის, ფილტვების ანთება თუ რუსთაველზე ტყვიების წვიმაში გავლა..." - მწარე მოგონებები 1990-იანებიდან
11.05.2017
"წავიდა უთქმელი, საბანი შემისწორა და წავიდა... არ გავაყოლე ჩვეული კოცნა... მარტო ერთი ქილა ლობიო გავატანე"
18.04.2017
იქნებ სხვისი შვილების ფეხით გათელილი მიწა ამჯობინა უნაყოფო ლამაზ ცოლს და დიდებას საიქიოში...
11.04.2017
"ერთი უბრალო ქალის ისტორიას გიამბობთ, ერთი უბრალო და უსაშველოდ ნატანჯი ქალის ისტორიას..."
10.04.2017
"შვილიც მყავს, შვილიშვილიც... მაინც მარტო ვარ. თქვენ ჯერ არც იცით, რა არის მარტოობა..." - სტუდენტების საყვარელი პროფესორის საოცარი სიტყვები
09.04.2017
"მამა, მე ღმერთს უკვე მივწერე შენზე, ღმერთი დიდია და სურვილებს ასრულებს..."




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი