რძიანი ბრინჯის ფაფა ძალიან ბევრი ბავშვის მენიუშია რძიანი ბრინჯის ფაფა ძალიან ბევრი ბავშვის მენიუშია. სწორიცაა - ის არ იწვევს ალერგიას, მასში შემავალ ცილას კი ჩვილის ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის...
10 წლის წინ დედები რომ უფრო ყურადღებითმოპყრობოდნენ ბავშვის კვების საკითხს, ბევრი დაწყებითი კლასის და ბაღის აღსაზრდელები ალერგიისგან დაცულები იქნებოდნენ.
სამწუხაროდ, ადრე პირველ დამატებით კვებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. მანანის ბურღული და შვრიის ფაფა უფრო სასარგებლოდ მიაჩნდათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ნახშირწყლები: რთული და მარტივი
ბავშვი იზრდება და მას ენერგია სჭირდება. საიდან უნდა მიიღოს იგი თუ არა ნახშირწყლებით გამდიდრებული საკვებით. სწორედ ის აძლევს ენერგიას სასიცოცხლო ორგანოებს: სასუნთქ სისტემას, გულს, ტვინს, არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურას. ნახშირწყლების გარდა საქმეში ერთვება ცილდა და ცხიმები.
ნახშირწყლები ორგვარი არსებობს: მარტივი (შაქარი) და რთული (სახამებელი, უჯრედისი). მარტივი ნახშირწყლების მიღებისას სისხლში შაქრის დონე მკვეთრად აიწევს და მერე ასევე მკვეთრად ვარდება. რთული სახამებლის დროს შაქარი სისხლში ზღვარს არ სცდება. ამასთანავე, ადამიანი თავს ენერგიულად და დანაყრებულად გრძნობს.
ნახშირწყლებთან ერთად ორგანიზმი ცილასაც იღებს, რაც აგრეთვე აუცილებელია ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის. სწორედ რთული ნახშირწყლებისა და ცილის საუკეთესო წყაროს წარმოადგენს ბრინჯი. იგი არ შეიცავს ქოლესტერინს. ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ამიტომაც საუკეთესო პროდუქტია პირველი დამატებითი კვებისთვის.
ამინომჟავების წყარო
კუნთები, გულის კუნთი, კუჭის შიგნითა გარსი, კანი, ფრჩხილები, ჰორმონები და ა.შ. საჭიროებენ ამინომჟავებს. მისი წყარო ცილაა. ბრინჯი შეიცავს ყველა საჭირო ოც ამინომჟავას, აგრეთვე ათ შეუცვლელს. ბრინჯიც ცილა საუკეთესოა ორგანიზმისთვის. კიდევ გჭირდებათ მტკიცება, რომ ბრინჯის ფაფა საუკეთესო საკვებია თქვენი შვილისთვის? ვაგრძელებთ!
წამალი თუ სიამოვნება
ფრაზა - "ბრინჯი კუჭში კრავს" აშინებს დედებს და ისინიც 6-7 თვის ბავშვებისთვის ბრინჯის ფაფის მომზადებას არ ჩქარობენ. სინამდვილეში, დარღვეული კუჭ-ნაწლავის ფუნქციისთვის მან შეიძლება სამკურნალო პრეპარატის ფუნქცია შეასრულოს. ძირათადად, ბრინჯი ცილისა და ნახშირწყლებისგან შედგება, იგი რეკომენდებულია დიეტის დროსაც. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, შემოსაზღვრავს კუჭის გარს, ორგანიზმს კი შეუცველი უჯრედისით ამარაგებს.
თუ ბრინჯის ფაფას შეუთავსებთ წიწიბურისა და სიმინდის ფაფებს, დაბლენდერებულ წვნიანებს (ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი) და ხილის პიურეებს (ვაშლი, ბანანი), ბავშვი მიიღებს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გაჯერებულ ჯანსაღ საკვებს.
გლუტენის გარეშე
დაბოლოს, იმაში დასარწმუნებლად, რომ ბრინჯის ფაფა თქვენი შვილისთვის სასარგებლო პროდუქტია, მხოლოდ ერთ ფაქტს აღვნიშნავთ, - ის არ შეიცავს გლუტენს, წებოვან ნივთიერებას, რომლითაც მდიდარია: ხორბალი, შვრია. მას ბავშვის ორგანიზმი რთულად ითვისებს, ხშირად იწვევს ალერგიას, მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაავადებას, მეტეორიზმს.
ბრინჯი კი გლუტეინისგან თავისუფალია, ამიტომაც მეტად დააფასეთ და გამოიყენეთ იგი.
იხილეთ ასევე:
როგორ ამზადებენ პლასტმასისგან ბრინჯს+VIDEO
აუცილებელი ინფორმაცია ფაფებზე ბავშვთა დიეტოლოგებისგან