ამბობენ, რომ მალე შეიქმნება საკვების დეფიციტი, ამიტომ მსოფლიოს მეცნიერებმა დაიწყეს შრომა მომავლის საკვების შესაქმნელად 1948 წლის საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ადამიანს აქვს სრულფასოვანი კვების უფლება. ამის მიუხედავად, დედამიწის მოსახლეობის 30% საკვების ნაკლებობას განიცდის. მინესოტის უნივერსიტეტის მეცნიერების პროგნოზით, დღეის მონაცემებით დედამიწის მოსახლეობა 9,6 მილიარდი ადამიანით გაიზარდა და შეიქმნება საკვების დეფიციტი. ამიტომ მსოფლიოს მეცნიერებმა დაიწყეს შრომა მომავლის საკვების შესაქმნელად.
საკვები პლასტირი
ტრანსდერმალური პლასტირი - ეს არ არის ახალი სიტყვა მედიცინაში. პლასტირში ჩამონტაჟებული ჩიპი იძლევა ინფორმაციას ადამიანის ორგანიზმის "შიმშილის" შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზმს დანამატებს მიაწოდებს. საკვები პლასტირი პირველ რიგში გამოადგებათ სამხედროებს - საბრძოლო ზონებში, კოსმონავტებსა და მაღაროელებს. პირველი ნიმუშები გამოვა 2025 წელს.
მკვებავი საღეჭი რეზინა
მოთხრობაში "ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა" ექსცენტრიულმა კონდიტერმა, ვილი ვონკამ გამოუშვა საღეჭი რეზინა - სადილი. მისი დაღეჭვის შემთხვევაში, ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოს სრულფასოვანი ლანჩი მიირთვი. ზღაპრული ჩანაფიქრის განხორციელება გადაწყვიტა ბრიტანელმა მეცნიერმა, დეიბ ჰარტმა და მასზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. საღეჭ რეზინაში ჰარტმა დანერგა მიკროკაფსულები სხვადასხვა პროდუქტის გემოთი, რომლებიც ნერწყვთან კონტაქტის დროს სკდებოდა. მან შეძლო ისეთი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც დაიცავდა სხვადასხვა გემოს ერთმანეთში არევისგან. ამისათვის საღეჭი რეზინის ფენები ერთმანეთისგან ჟელატინით გააცალკევა.
საკვები ფხვნილი
90-იანების პოპულარული სლოგანი Invite "უბრალოდ დაამატე წყალი!"ამერიკელმა პროგრამისტმა რობ რეინჰარტმა გამოიყენა. 2013 წელს მან წარადგინა ფხვნილის კოქტეილი Soylent-ის სახელწოდებით. იგი ირწმუნება, რომ ფხვნილი მთლიანად ცვლის ტრადიციულ საკვებს. ხმარების წინ საჭიროა მისი წყლით გაზავება. ფხვნილის შემადგენლობაში შედის საჭირო რაოდენობის ვიტამინები, ამინომჟავები, ცხიმები, ნახშირწყლები და ცილები. თვითონ რეინჰარტი ექსპერიმენტის ფარგლებში 1 თვის განმავლობაში იკვებებოდა მხოლოდ Soylent-ის ფხვნილით. ამ დროის მანძილზე მან მოახერხა რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლება, თავს გრძნობდა ენერგიულად და რაც მთავარია, არ ფიქრობდა საკვებზე. Soylent-ის კვალდაკვალ ბაზარზე გაჩნდა სხვა ანალოგებიც. ერთ-ერთი ასეთი იყო ორგანული კოქტეილი Ambronite-ი, რომელსაც ვეგეტარიანელები იყენებდნენ. ამ ფხვნილის შემადგენლობაში შედიოდა ორგანული ვაშლი, კენკრა და დაჭრილი თხილი. Soylent-ის ერთი ულუფის ფასი 2,5$-ს შეადგენდა, რომლის მიღების შემდეგ შიმშილის გრძნობა 5-6 საათის მანძილზე აღარ შეგაწუხებდათ.
წყალი ფეკალიებისგან
სასმელი წყლის დეფიციტი XXI საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა. თავისი ვარიანტი წარმოადგინა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა - ბილ გეიტსმა, რომლის ქონება 75 მილიარდ დოლარს შეადგენს. მან ინვესტირება გაუკეთა Omni Processor-ის პროექტს, რომელიც ფეკალური მასების გადამუშავებით იღებს სასმელ წყალს. პილოტური ვერსია 2015 წელს სენეგალის დაკარში გაუშვეს, სადაც 3,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის მესამედს არ აქვს წვდომა კანალიზაციასთან. თვითონ გეითსს არ ეზიზღება ამ წყლის დალევა. თავის ბლოგში იგი წერს: "ვაკვირდებოდი, ფეკალიები კონვეიერიდან როგორ ხვდებოდნენ დიდ რეზერვუარში, სადაც მიმდინარეობდა გაწმენდა. რამდენიმე წუთში შემეძლო შედეგის შეფასება - სუფთა და გემრიელი წყლის დაგემოვნებით".
მცენარეული შემადგენლობის კვერცხი
ბილ და მელისა გეიტსების ფონდმა დიდი ინვესტიცია ჩადო მცენარეული კვერცხების შექმნაში. ვეგანური კვერცხების მისაღებად გამოიყენეს 12 მცენარე. ნახევარფაბრიკატმა მიიღო დასახელება "Beyond Eggs" და გაყიდვაში შევიდა ა.შ.შ.-ში 2013 წელს. კვერცხი არ შეიცავს ანტიბიოტიკს, ქოლესტერინს და საშიშ მიკროორგანიზმებს. გარდა ამისა, ბილ გეიტსმა აღნიშნა მათი ეკოლოგიურობა და წარმოების ეთიკურობა "ქათმების გარეშე". გაეროს პროგნოზით, მომავალში ცხოველურ საკვებზე ფასები საგრძნობლად გაიზრდება, ამიტომ მათი შემცვლელების არსებობა აუცილებელი იქნება.
სინჯარის ხორცი
პირველი ძროხის ხორცი 140 გრამს შეადგენდა, ის მიიღეს ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედიდან 2013 წელს. სინჯარის ხორცი პროფესორ მარკ პოსტის გუნდმა მაასტრიხტში შექმნა. პროექტის მთავარი ინვესტორი Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი იყო. მან ხელოვნური ხორცის შექმნისთვის 300 000 დოლარი გაიღო. სინჯარის ხორცი მაღაზიის დახლებზე 5-10 წელიწადში გამოჩნდება. ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, "სინჯარის ხორცს" უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლება.
საკვები, რომელიც 3D პრინტერზე იქნება დაბეჭდილი
არ არის გასაკვირი ის, რომ მეცნიერებმა სცადეს საკვების პრინტერზე დაბეჭდვა. პირველი პროტოტიპი მსგავსი მოწყობილობისა შექმნა ამერიკელმა ინჟინერმა ანიან კონტრეკტორმა Systems & Materials Research Corporation-ის კომპანიიდან. მალევე მის გამოგონებას ყურადღება მიაქციეს NASA-ში და გასცეს გრანტი შემდგომი კვლევებისთვის. საკვებს პრინტერი ქმნის რამდენიმე საკვები კომპონენტისგან, რომელიც სპეციალურ კარტრიჯებშია მოთავსებული. შენახვის ვადა 30 დღეა.
მედუზები
მედუზების პოპულაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. აზიის ქვეყნებში მედუზები დიდი ხანია შევიდნენ საკვებ რაციონში. მათ "ბროლის ხორცს" ეძახიან. გაეროს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ სხვა ქვეყნებსაც, მიბაძონ აზიას: "თუ არ შეგიძლიათ მათ წინააღმდეგ ბრძოლა, შეჭამეთ ისინი". ეს ხელს შეუწყობს მედუზების პოპულაციას და მომავალში დამატებით საკვებს მისცემს კაცობრიობას. მედუზა შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების სასარგებლო შემადგენლობას, წარმოადგენენ პროტეინის წყაროს და მინიმალური კალორიით გამოირჩევა.
შესასუნთქი საკვები
ღეჭვისა და ყლაპვის ნაცვლად ბიომედიცინის ინჟინერმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, დევიდ ედვარდსმა საკვების შეყნოსვის იდეა შემოგვთავაზა. 2011 წელს მან შექმნა მოწყობილობა Le Whaf, რომელიც სუფრაზე უშვებს საკვებ ნისლს. სპეციალური თხევადი სუბსტანცია გემოს კონცენტრატით (მაგ: ტომატის სუფის ან შოკოლადის ტორტის), თავსდება შუშის ჭურჭელში, სადაც ულტრაბგერის ზემოქმედებით იშლება უწვრილეს ნაწილაკებად. ასევე Le Whaf აპარატის მეშვეობით შეიძლება ალკოჰოლის მიღებაც. პირის ღრუში გემოს შესაგრძნობად ედვარდსმა შექმნა სპეციალური საწრუპი. Le Whaf-ი მომავალთან გვაახლოებს, როდესაც შეგვეძლება დაღეჭვის მაგივრად, უბრალოდ ვისუნთქოთ ჰაერი.