ის საკმაოდ ალერგიულ პროდუქტად ითვლება ზაფხულში პამიდვრის ჭამა ძალიან გვეგემრიელება. დაჭრილი პამიდორი კიტრთან, ყველთან და მწვანილებთან ზაფხულის ნამდვილი ჰიტია. არადა ზოგჯერ მასზე უარის თქმა გვიწევს, განსაკუთრებით მეძუძურ დედებს.
ყველა დედამ იცის, რომ ძუძუთი კვების დროს ზოგიერთი პროდუქტის ჭამა ეკრძალება. მან შეიძლება ან ალერგია, ან კუჭის მოქმედების დარღვევა გამოიწვიოს ბავშვებში. როგორც ცნობილია, პომიდორი საკმაოდ ალერგიული პროდუქტია. თუმცა, არანაკლებ სასარგებლოც. განვიხილოთ, როდის შეიძლება მათი ჭამა და რამდენად საზიანოა იგი მეძუძური დედისა და ბავშვისთვის.
რითია პომიდორი სასარგებლო?
პომიდორს უამრავ კერძში უმატებენ, ინახავენ ზამთრისთვის. შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას. ბე ჯგუფის ვიტამინებს, აგრეთვე, ა, ცე, ე, პპ ვიტამინებს; კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას და სხვა მინერალებს. პომიდორს გააჩნია შარდმდენი თვისება, სასარგებლოა მათთვის, ვისაც თირკმელები აწუხებს. პომიდორი აუმჯობესებს არტერიულ წნევას. მეძუძური დედისთვის პომიდორი საკმაოდ მისაღები პროდუქტია. აუმჯობესებს ლაქტაციას. ცე ვიტამინი დედა-შვილს იცავს. სამწუხაროდ, პომიდორს უკუჩვენებებიც აქვს. ამაზეც მოგახსენებთ.
რითია საშიში პომიდორი პატარებისთვის?
პომიდორმა შეიძლება ბავშვში ალერგია გამოიწვიოს. ამიტომ, ექიმები დედას არ ურჩევენ პომიდვრის ჭამას, სანამ ბავშვი 3 თვის არ გახდება. თუ თავად დედას აქვს ალერგია პომიდორზე, უმჯობესია საერთოდ არ გაეკაროს მას. გარდა ამისა, პომიდორს გაზების დაგროვებაც შეუძლია. რასაც ბავშვის მუცლის ტკივილი მოჰყვება.
ამიტომ, ახალშობილის მეძუძურმა დედამ პომიდვრის ჭამაზე ცოტა ხნით თავი უნდა შეიკავოს. სანამ თქვენი პატარა 2-3 თვის არ გახდება. თუ პირველი ჭამის შემდეგ მიხვდებით, რომ პატარს დისკომფორტი შეექმნა, პომიდვრის ჭამა კიდევ ცოტა ხნით გადადეთ.
როგორ ავირჩიოთ პომიდორი?
პომიდორი იმიტომ იწვევს ალერგიას, რომ ნიტრატებიტაა გაჯერებული. იმის გამოსაცნობად თუ როგორაა მოყვანილი პომიდორი, ორი წესი არსებობს. პირველი: პომიდორი მაღალი სიმაღლიდან ძირს დაახეთქეთ, თუ ბურთივით რამდენჯერმე ახტა, კანი კი დიდად არ დაუზიანდა, ესე იგი ქიმიურადაა მოყვანილი. მეორე წესი: გაჭერით შუაში, თუ თეთრი "ძარღვები" აქვს, ნიტრატებითაა სავსე.
შეიძინეთ მხოლოდ მწიფე პროდუქტი. გადამწიფებული პომიდორიც საშიშია ბავშვისთვის. ეცადეთ, პომიდორი ეკოლოგიურად სუფთა ზონაში იყოს მოყვანილი.
როგორ უნდა ჭამოს პომიდორი მეძუძურმა დედამ?
ვიცით, რომ პომიდორი ლაქტაციას აუმჯობესებს, მაგრამ როგორ უნდა ჭამოს ის დედამ, ბავშვს საფრთხე რომ არ შეექმნას?.. თავდაპირველად ერთი ნაჭერი შეჭამეთ და ბავშვის რეაქციას დააკვირდით. თუ პატარას გამოაყარა, კანი გაუწითლდა, ან დისკომფორტი შეექმნა (მუცლის ბუყბუყი), პომიდორს ცოტა ხნით აღარ მიეკაროთ.
ნუ შეჭამთ პომიდორს დიდი რაოდენობით, თუნდაც პატარას მასზე ალერგია არ ჰქონდეს. დღეში ნებადართულია მხოლოდ 1-2 ცალი ან 1 ჭიქა ტომატის წვენი..
ნუ შეჭამთ დაკონსერვებულ და დამარინადებულ პომიდორს. მოერიდეთ კვერცხიანი პომიდვრის ჭამას. უმჯობესია, საღი ჭამოთ.
რითია პომიდორი მეძუძური დედისთვის სასარგებლო?
პომიდორს აქვს საუკეთესო თვისება, აღადგინოს ქალის ორგანიზმი მშობიარობის შემდეგ. პომიდორი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აფერხებენ დაბერების პროცესს. ცნობილია, ვარიკოზის (ხშირად ემართებათ საკეისრო კვეთის შედეგად მშობიარე ქალებს) რეცეპტი, რომელშიც პომიდორი გამოიყენება.
დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ პომიდორი ერთ-ერთ ალერგიულ პროდუქტად ითვლება, მასზე უარს ნუ იტყვით. დაიცავით ზომიერება და მიიღეთ მისგან სარგებელი.