თითოეული ფოთოლი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს არომატული მწვანილი შეუდარებელია: თითოეული ფოთოლი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. თუმცა, უნდა გავერკვეთ, სამ წლამდე ბავშვისთვის რომელი მწვანილის ჭამა შეიძლება.
ბავშვთა კვების სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ბავშვის კვება სიფრთხილეს მოითხოვს. ზოგიერთმა პროდუქტმა შეიძლება ალერგია ან კუჭის გაღიზიანება გამოიწვიოს. ასე, რომ დედამ უნდა იცოდეს, რა ეჭმევა ბავშვს და რა - არა. დღეს მწვანილებზე ვისაუბრებთ.
კამა
მას უამრავი დადებითი თვისება გააჩნია. პირველ რიგში ვიტამინები დავასახელოთ, კამა მდიდარია ვიტამიანებით, ბეტა-კაროტინით, ფოლიუმის მჟავით, აგრეთვე მინერალებით, ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია.
ბავშვისთვის გამოიყენეთ 15 სმ-მდე ამოზრდილი ღეროები, კამა მერე უკვე უხეშდება.
ოხრახუში
მთავარი სიმდიდრე - მასში შემავალი ვიტამინები და მინერალებია. შეიცავს ბე ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ყველას ვერ ჩამოვთვლით. უბრალდ, გეტყვით, რომ ბავშვისთვის საჭირო ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს. ამიტომ თამამად გამოიყენეთ საკვების მომზადებისას.
გამოიყენეთ მცენარის როგორც ღეროები, ასევე ფოთლები და ფესვი.
ნიახური
აუცილებელი მწვანილია, რადგან მას ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერება. შეუძლია. კალიუმი მასში ოხრახუშზე მეტია. გარდა ამისა, მდიდარია სელენით, მიკროელემენტით, რომელიც სტრესს ებრძვის. დაქუცმაცებული გამოიყენეთ ხორციან კერძებში.
თავდაპირველად, ბავშვს შეიძლება არ მოეწონოს ნიახურის მკვეთრი გემო. ამიტომ, თავიდან მიეცით მცირე რაოდენობით. უმჯობესია, ბოსტნეულის წვნიანებში დაუმატოთ. თუ წვენს გამოუწურავთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ერთ წლამდე ბავშვისთვის ნიახურის წვენის მიღება, კერძეშიც კი არ შეიძლება.
ნიახური გამოიყენეთ ოხრახუშთან ერთად. ისინი კარგად აბალანსებენ ერთმანეთს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მათი ბევრი ჭამა ბავშვებისთვის არ შეიძლება, რადგან მათში დიდი რაოდენობითაა მჟაუნას მჟავა.
ქინძი
ეთერზეთებით მდიდარი მწვანიალია, რომელიც არეგულირებს კუჭ-ნაწლავების მოქმედებას. ქინძი კერძს ამდიდრებს ცე ვიტამიანით, კაროტინოიდით, მასში დიდი რაოდენობითაა ბე2 ვიტამიანი.
დაუმატეთ საბავშვო კერძებში ქინძი და თქვენს პატარას პირის კუთხეეებში ნაპრალები აღარ გაუჩნდება.
რეჰანი
ოდნავ მძაფრი გემო აქვს, მაგრამ ზომიერად შეიძლება დაუმატოთ ბავშვის კვებაში. რეჰანი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით.
გამოიყენეთ წვნიანების, ბოსტნეულის, ხორციანი, ოსპიანი კერძების მომზადებისას. კარგად ეხამება ზეითუნის ზეთს, მაკარონს, აგრეთვე, პომიდორსა და ნიგვზიანებს. კერძში დაუმატეთ ბოლო მომენტში. ამგვარად უფრო შეინარჩუნებს ვიტამინებსა და არომატს.
დაბოლოს, რაც შეეხება ნიორსა და დაფნის ფოთოლს. ნივრის (არომატული და სასარგებლო სანელებელი) პატარა კბილი საბავშვო კერძში შეგიძლიათ დაუმატოთ 1,5 წლის ასაკის ბავშვებისთვის, ხოლო დაფნის 1 ფოთოლო უკვე წლის ბავშვისთვის.