ექვსი სახეობის ნაყინის შემოწმების შედეგები ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს მომხმარებლის ინტერესი ნაყინის უვნებლობის თაობაზე. ამიტომ, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც გადავწყვიტეთ მაღაზიებში გასაყიდი ქართული წარმოების ნაყინის შემოწმება. თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ ექვსი სახეობის ნაყინი. ესენია:
1. ნაყინი პლომბირი ვანილის „თოლია“(27.06.16);
2. ნაყინი პლომბირი ვანილის „პალომა“ ნიკორა (29.06.16-29.12.16);
3. ნაყინი პლომბირი ვანილის „სამტრედიის“ (გამოშვების ვადა მითითებული არ ჰქონდა);
4. ნაყინი პლომბირი ვანილის „პინგო“ (03.06.16-03.12.16);
5. ნაყინი პლომბირი ვანილის „გურჯაანი“ (25.06.16);
6. ნაყინი პლომბირი ვანილის „ბარამბო“ (09.06.16-09.06.17).
ექვსივე პროდუქტი სპეციალური მაცივარ კონტეინერით ჩაბარდა ლაბორატორიაში ანალიზისათვის.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ნაყინში შემოწმებული პარამეტრები შეესაბამება დღეისათვის საქართველოში მოქმედი “სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი"-ს მოთხოვნებს, რომელიც ძალაში 2016 წლის 1 ივლისიდან შევიდა.