ბავშვის მენიუს ყოველდღიური პროდუქტები ვაგრძელებთ ექიმ კომაროვსკის სტატიების ციკლს ბავშვის კვებაზე და დღეს ცილით მდიდარ პროდუქტებს განვიხილავთ.
ხორცი
ერთი წლისთვის ბავშვები უკვე ჭამენ დაძენძილ ან ხორცსაკეპში გატარებულ ხორცს. მათ შორის ბეკონსაც. თუმცა, მასში ნაკლები ცილაა და ბავშვს ხორცის მაგივრობას ვერ გაუწევს. ღორის ხორცი ვიტამინების წყაროა, მაგრამ მის შერჩევას ცოდნა უნდა. საქონლის სოსისი და ლორი (არა შემწვარი) უმჯობესია 2 წლის შემდეგ აჭამოთ ბავშვებს.
ბავშვების უმეტესობა, რომლებსაც მოსწონთ ხორცის გემო, არ შეჭამენ მას, თუ ის კარგად დაქუცმაცებული არაა. ეშინიათ, რომ მცირე ნაჭერსაც კი ვერ დაღეჭავენ ან გადაყლაპავენ. ამიტომ, ნუ დაიზარებთ და 5-6 წლამდე ბავშვს ხორცი მიეცით ან მცირე ნაჭრებად დაჭრილი, ან გატარებული.
რომელი პროდუქტი რომელი ასაკიდან მივცეთ ბავშვს და რა რაოდენობით - კვების სქემა
თევზი
თევზი (თეთრი, უცხიმო) ბავშვს შეგიძლიათ 1 წლის ასაკიდან აჭამოთ. ის უნდა გამოაცხოთ ან მოხარშოთ. თევზი თითით დაძენძეთ და ყველა ფხა მოაცილეთ. ცხიმიანი თევზი 1 წლის შემდეგ აჭამეთ ბავშვს. მაგრამ ბავშვების უმეტესობას ის არ მოსწონს და დაძალებასაც აზრი არა აქვს.
კვერცხი
ძვირფასი პროდუქტია ნებისმიერ ვარიანტში. სასურველია, რომ ბავშვი ერთ ცალ კვერცხს ყოველდღე ჭამდეს. თუ უყვარს და იძულებით არ ჭამს, 2 ცალი კვერცხიც აჭამეთ.
თუ ბავშვს არ უყვარს არც ხორცი და არც თევზი, მისი ორგანიზმის ცილის მოთხოვნილება 3/4-ით გაიზრდება. ის უნდა ჩაანაცვლოთ რძით (1 ლიტრი), კვერცხით (2 ცალი) და პლუს მცენარეული ცილა, რომელსაც ბოსტნეული და ფაფეული შეიცავს.
თუ ბავშვს არ მოსწონს კვერცხი ან ალერგია აქვს მასზე, რეგულარულად უნდა აჭამოთ ხორცი.