საუკეთესო კვება თქვენი პატარისთვის
საუკეთესო კვება თქვენი პატარისთვის
ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ჯანსაღად განვითარების მთავარი წინაპირობა კვების სწორად შერჩევაა. ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბაზარი ზედმეტად გაჯერებულია საინტერესო რეკლამებითა და მიმზიდველი შეფუთვების მქონე უამრავი პროდუქციით.

ერთ წლამდე ბავშვის ძირითად კვებას წარმოადგენს ძუძუთი კვება. ამ დროს პატარა 6 თვემდე დამატებით კვებას არ საჭიროებს, რადგან დედის რძე არის უნიკალური და შეიცავს ყველა იმ აუცილებელ ინგრედიენტს, რაც ბავშვის სრულყოფილი ზრდისთვისაა საჭირო.

თუ ჩვილი
You must have Flash Player installed in order to see this player.
იმყოფება ხელოვნურ ან შერეულ კვებაზე, მაშინ 4-5 თვიდან მას უკვე
ესაჭიროება დამატებითი საკვები, რომელიც შეავსებს მის რაციონს და ხელს შეუწყობს ბავშვის სრულფასოვანი განვითარების პროცესს. ცილები, ცხიმები, სხვადასხვა ჯგუფის მინერალები, საკვები ბოჭკოები და ა.შ. იმ ნივთიერებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა დროული და სასურველი დოზით მიღებაც ეხმარება ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებას, ფერმენტების და კუჭის მომნელებელი წვენების სეკრეციას, ნაწლავის მოტორული ფუნქციის გაძლიერებას, სწორი გემოვნებითი ჩვევების ჩამოყალიბებას, ღეჭვითი უნარის განვითარებას და სქელი საკვების მონელების უნარს.

ლოგიკურად ისმის კითხვა, როდის და როგორ უნდა დავიწყოთ დამატებითი კვება? რომელი დამატებითი საკვებია უკეთესი და როგორ უნდა შევარჩიოთ ის?

გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება და შეფასება აქვს, რომელიც მეტ-ნაკლებად სუბიექტურია, ახალბედა მშობლებს ობიექტური არჩევანის გაკეთება უჭირთ. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი თავად შეფუთვაზე მოცემული ინფორმაციის დეტალურად წაკითხვა და მართებული არჩევანის გაკეთებაა.
mshoblebi
დამატებითი კვება უმეტესად ფაფებით იწყება. თუმცა ფაფებსაც განსაკუთრებული შერჩევა სჭირდება. არ შეიძლება, თავიდანვე ნებისმიერი ფაფით დაწყება. მაგალითისთვის, არსებობს ერთ და მრავალკომპონენტიანი ფაფები, ასევე მნიშვნელოვანია ასაკობრივი კატეგორიის მართებულად შერჩევა და იმის გათვალისწინება, პატარა ბუნებრივ, ხელოვნურ თუ შერეულ კვებაზეა. "ვინის" ფაფის თითოეულ შეფუთვას სტანდარტულად მითითებული აქვს, თუ რა ასაკიდან არის მისი მიღება დასაშვები, პარალელურად დატანილია მომზადების თანმიმდევრული ინსტრუქცია. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ბუნებრივი კვების დროს დამატებითი კვება 6 თვიდან იწყება, ხელოვნური კვების დროს კი - არანაკლებ 4-5 თვიდან. ამ წესების, პედიატრის და ფაფის შეფუთავზე მითითებული რეკომედაციების გათვალისწინებით, თავდაპირველად რეკომენდებულია ერთკომპონენტიანი პროდუქტის მიცემა და შემდეგ - ეტაპობრივად მრავალკომპონენტიანის. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ახალი სახეობის ფაფა თუ სხვა საკვები პროდუქტი, რაციონში შეტანილი იქნას თანდათანობით, მცირე ულუფებით.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, რუბრიკის რჩეული ბაზრის ლიდერი - "ვინის" ფაფებია. "ვინის" კოლოფზე გარკვევითაა მითითებული, რომ ის მცენარეული ცილების, სხვადასხვა სახის ნახშირწყლების, საკვები ბოჭკოების, მიკროელემენტების და ვიტამინების მნიშვნელოვანი წყაროა; გამდიდრებულია პრებიოტიკებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ შეიცავს პალმის და რაფსის ზეთს, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს. "ვინის" ფაფები გემოვნური თვისებებითაც გამორჩეულია. იგი არ შეიცავს მარილს, კონსერვანტებს, შეიცავს საქაროზას რეკომენდებულ რაოდენობას და ეს ყველაფერი მითითებულია კოლოფზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა კვების შერჩევა საკმაოდ რთულ და კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს, "ვინისთან" ერთად პატარის მენიუში ფაფების დამატება გაცილებით მარტივი, სასურველი და უსაფრთხო ხდება.

"ვინის" ფაფების არჩევით თქვენ უარს ამბობთ პალმისა და რაფსის ზეთზე, გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე და აძლევთ პატარას ნატურალურ რძის ცხიმზე დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა, უგემრიელეს ფაფას.
10306
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (8)
22:25 / 21-06-2017
Nadja
ჩემი შვილი 8 თვისაა და მხოლოდ ძუძუს ჭამს ისევ. არ მიიღო არანაირად არცერთი საკვები. არ ვიცი ეს რამდენად ნორმალურია მაგრამ ბავშვს მატება ნორმაში აქვს და კარგადაც ვითარდება
18:29 / 17-06-2017
ფიქრია
ყველას სხვადასხვა გემოვნება აქ მეც ჩემს 6თვის ბიჭს 4თვიდან ვინის ფაფას ვაძლევ ასევე რძესაც ვინისას სვამს და ძალიან მოგვწონს ყველა ფაფას აქ შაქარი ერთადერთი არის ვინი რომელიც პალმის ზეთს არ შეიცავს
19:15 / 16-06-2017
სოფი
ნანა, დახლსქვემოდან უნდა იყიდებოდეს ყველაფერი ხომ, ჩუმად.. არავინ რომ არ გაიგოს ? )))))
11:04 / 16-06-2017
nana
კარგ პროდუქტს არ სჭირდება ამდენი რეკლამა,ყველგან ვინის რეკლამა შეიძლება იყოს?
16:26 / 15-06-2017
მარიამი
უწერიათ საქაროზას რეკომენდირებულ რაოდენობას შეიცავსოო და რა გინდათ? კარგი სტატიაა.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
11.06.2017
ოჯახი და შვილები ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგიყვანენ კულინარულ შედევრებამდე
09.06.2017
დიასახლისები ყოველთვის ყურადღებით ინიშნავენ კარგი წათხის რეცეპტებს, რადგან შენახვისას ყველს გემოს შეცვლა ახსიათებს
06.05.2017
პურს ყოველდღე ვყიდულობთ, მაგრამ სწორად ვინახავთ მას?
05.05.2017
თუ ინგრედიენტებს შეცვლით ხოლმე, მისი მომზადება ყოველდღე შეგიძლიათ
08.04.2017
სამწუხაროდ, რაც სასარგებლოა, ყველაფერი გემრიელი და ჩვენი შვილებისთვის მოსაწონი არ არის
07.04.2017
ბაქტერია, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ძირითადად გვხვდება ნედლ, არაპასტერიზებულ რძეში, ამ რძით დამზადებულ რძის პროდუქტებში და ხორცპროდუქტებში




გამოკითხვა
თამაშობს თუ არა ონლაინკაზინოში თქვენი რომელიმე ახლობელი?
არქივი