უებარი საშუალებაა სისხლძარღვებისა და იმუნიტეტისთვის ეს სასმელი სულ 3 კომპონენტისგან მზადდება, მაგრამ უებარი საშუალებაა სისხლძარღვებისა და იმუნიტეტისთვის. ამცირებს ქოლესტერინის დონეს, სასარგებლოა ღვიძლისთვის, წმენდს ორგანიზმს და ებრძვის გაციებას. საჭიროა მხოლოდ 4 ინგრედიენტი - ნიორი, ლიმონი, ჯანჯაფილი და წყალი. ის რასაკვირველია, მოზრდილებისთვის - ანუ მშობლებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო მოზარდებში მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ შეიძლება გამოყენება.
დაგჭირდებათ:
4 თავი ნიორი
4 ლიმონი კანიანად
ჯანჯაფილის ერთი ძირი
2 ლიტრი სუფთა წყალი
მომზადება:
1. ლიმონი კანიანად დაჭერით. ნიორი გაფცქვენით და ლიმონთან და ჯანჯაფილთან ერთად ბლენდერში დააქუცმაცეთ.
2. მოათავსეთ ეს მასა მეტალის ჭურჭელში და დაასხით 2 ლიტრი წყალი.
3. დადგით ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ ადუღებამდე არ მიიყვანთ.
4. გააცივეთ და გაწურეთ. შეინახეთ მინის ბოთლში.
ნარევი ყოველდღე უნდა სვათ ჭამამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან უზმოზე.
ნივრის სუნი არ შეგაწუხებთ, რადგან ლიმონი კარგად ანეიტრალებს.