შინაური "რაფაელოს" ყველაზე მარტივი რეცეპტი შესქელებული რძე (სგუშონი) აურიეთ ქოქოსის ფანტელებში და დაახლოებით 200 გრ დარბილებულ კარაქში (კარაქის გარეშეც აკეთებს ზოგიერთი), ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ცოტა ვანილი და 15 წუთით შედგით მაცივარში.
ამასობაში ნუშს დაასხით მდუღარე წყალი და 5 წუთი დაელოდეთ. შემდეგ კანი გააცალეთ.
მაცივრიდან გამოიღეთ მასა და კოვზით ბურთები გააკეთეთ - თითოეულ ბურთში მოათავსეთ ნუშის მარცვალი (ნიგოზიც შეგიძლიათ) და დარჩენილ ქოქოსის ფანტელში გააგორეთ ან ამოავლეთ.
მომზადებული ბურთები მაცივარში შედგით და ნახევარ საათში უკვე შეგიძლიათ მიირთვათ.