ჯერ არც ერთ ბავშვს არ დაუწუნია მსოფლიო კულინარიის შედევრებს რა ჯობია, მაგრამ ტრადიციული ქართული, ოჯახური კერძებიც არ არის ნაკლები. პირიქით, ბავშვისთვის მარტივი და ჯანსაღი კერძები უფრო ადვილად მოსანელებელია.
ამჯერად მინდა ერთი ძველისძველი ქართული რეცეპტი გაგაცნოთ, რომელიც ჩვენს ოჯახში ჩემმა რაჭველმა ბებიამ შემოიტანა. ეს მჭადისა და ყველის ჩაშუშულია, რომელიც თავისი უბრალოების მიუხედავად, დღემდე ბავშვების საყვარელ კერძად რჩება რაჭაში.
ჩემი "უჭმელი" შვილის გარდა, ეს კერძი სხვა ბავშვებზეც გამოვცადე და დამიჯერეთ, არავის დაუწუნია.
მასალა:
1. ერთი ცალი გაციებული მჭადი (თუნდაც წინა დღის)
2. 50 გრ ყველი
3. კარაქი ან ზეთი
მჭადი და ყველი დაფხვენით და ერთმანეთში აურიეთ. ტაფაზე ზეთი მოასხით ან კარაქი გაადნეთ. დაყარეთ გამზადებული ნარევი (ორიოდე სუფრის კოვზი წყალიც შეგიძლიათ მოასხათ) და დაახურეთ თავსახური. იშუშოს 5-7 წუთის განმავლობაში. რამდენჯერმე მოურიეთ, რომ არ მიიკრას. როცა ნახავთ, რომ მჭადის ნაჭრები დარბილებულია, ყველი ძაფებად "იწელება", ჩაშუშული მზადაა. არ გჯერათ, რომ გემრიელია? აუცილებლად მოსინჯეთ.
ნანა კობახიძე, mshoblebi.ge-ს ერთგული მკითხველი