ამ ტორტს მხოლოდ 3 ინგრედიენტი სჭირდება ეს ტორტი გენიალური გამოგონებაა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამბობენ, რომ ძალიან ნაზი და რბილი გემო აქვს და მსოფლიოს სიმარტივით აოცებს. სულ სამი ინგრედიენტი გჭირდებათ. აი რეცეპტი:
დაგჭირდებათ:
3 კვერცხი
120 გრამი თეთრი შოკოლადი (შეგიძლიათ, რძიანი შოკოლადით ჩაანაცვლოთ)
120 გრამი ნაღების კრემი
მომზადება:
შოკოლადი დატეხეთ და ჯამში მოათავსეთ. გაალღვეთ წყლის აბაზანაზე,
კვერცხი გატეხეთ და მიქსერით ათქვიფეთ ცილა ისე, რომ ჯამის გადმოპირქვავებისას არ გადმოიღვაროს.
გამლღვალ შოკოლადს დაუმატეთ ნაღების კრემი და კარგად აურიეთ. ამ ნარევს დაუმატეთ კვერცხის გული და კიდევ კარგად აურიეთ.
ნელ-ნელა დაამატეთ კრემს ათქვეფილი ცილა. ასე გაცილებით ჰაეროვანი კრემი გამოგივათ.
თავადვე გააკეთეთ ქაღალდისგან გამოსაცხობი ფორმა (დიამეტრით 20 სმ და სიმაღლით – 15 სმ), რომელსაც შუშის ღრმა თასში მოათავსებთ, როგორც ფოტოზეა.
ჩაასხით მომზადებული ნარევი ამ ფორმაში. მოათავსეთ ლანგარზე. ლანგარზევე დაასხით დაახლოებით 1/4 ლიტრი ადუღებული წყალი.
ტორტი გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.
შემდეგ 160 გრადუსამდე დაუწიეთ ტემპერატურა და კიდევ 15 წუთი აცხვეთ. გამორთეთ და კიდევ 15 წუთი შიგნით დატოვეთ.
გააგრილეთ და შაქრის პუდრა მოაყარეთ.