არც ხელებზე გეკრობათ და ძალიან დამყოლი ცომია პიცის ცომი არც ძალიან რბილი უნდა იყოს და არც ძალიან მაგარი. სასურველია, ფხვიერი და ოდნავ ხრაშუნა გამოვიდეს. ფენოვანი ცომი მეტისმეტად იფშვნება, ჩვეულებრივი საფუვრიანი კი მაგრდება. წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომელიც ყველანაირ პიცას მოუხდება. ძალიან მარტივი მოსამზადებელია და გემრიელიც. რაც მთავარია, ზუსტად ჰყოფნის თანამედროვე გაზქურების სტანდარტულ საცხობ ლანგარს.
დაგჭირდებათ:
1 კვერცხი
200 მლ-ზე ოდნავ მეტი თბილი წყალი (ჭიქა რომ პირამდე სავსე იყოს)
1 ჩაის კოვზი საფუარი
200 მლ ზეთი
მწიკვი მარილი და ამდენივე შაქარი
ფქვილი რამდენსაც შეიზელს
მომზადება
წყალი ჩაასხით ჯამში და დაამატეთ საფუარი. მოურიეთ და აცადეთ, ოდნავ მაინც გაიხსნას. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოზილეთ რბილი ცომი. დადეთ ასაფუებლად. სასურველია 45 წუთი ან 1 საათი აცადოთ.
შემდეგ გააბრტყელეთ ლანგარზე. ძალიან დამყოლი ცომია და თანაბრად გაბრტყელების საშუალებას მოგცემთ. არც ხელებზე მიგეკრობათ. ცომს საწებელი გადაუსვით და სასურველი პროდუქტით შეავსეთ.