სცადეთ თქვენც და გააოცეთ ბავშვები და სტუმრები თუნდაც სახლში მხოლოდ სპაგეტი გქონდეთ და რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი, ფანტასტიურად ლამაზი და ორიგინალური კერძის გაკეთება შეგიძლიათ. ეს კარგი ალტერნატივაა მობეზრებული ყველიანი მაკარონის თუ სხვა კერძების. შთაბეჭდილებას მოახდენს ბავშვებზეც და სტუმრებზეც.
სპაგეტის მაფინები
ინგრედიენტები:
სპაგეტი (ჩვეულებრივი კოლოფის ნახევარი)
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
50 გრამი კარაქი
1/2 ჭიქა გახეხილი ყველი
1/2 ჭიქა ტომატის სოუსი
12-15 ხორცის ბურთულა
მომზადება:
ჩვეულებრივ მოხარშეთ სპაგეტი. მზა მაკარონს მოასხით ზეთი და კარგად აურიეთ. შეგიძლიათ, დაამატოთ შავი პილპილი და სუნელები. ნახევარი გახეხილი ყველი სპაგეტის მოაყარეთ. რასაკვირველია, ამ რეცეპტისთვის საუკეთესო ყველი პარმეზანია, თუმცა ნებისმიერი მაგარი ყველი გამოდგება.
კექსის გამოსაცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და სპაგეტი მასში მოათავსეთ. თითოეულ განყოფილებას დაუმატეთ ჩაის კოვზი ტომატის პასტა, ფრთხილად მოათავსეთ მაკარონზე.
შემდეგ მოათავსეთ მათზე პატარა ხორცის ბურთულები, რომლებსაც წინასწარ მოამზადებთ კატლეტის ამსალით. ან შეგიძლიათ მის ნაცვლად გამოიყენოთ ქათმის ხორცის ნაწილები, თევქის კონსერვი, უბრალოდ დაჭრილი მოხარშული ხორცი და ა.შ.
ზემოდანაც გადაუსვით ტომატის პასტა და მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი.
მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, დაახლოებით 20 წუთი.
მართლაც გემრიელი და ორიგინალური კერძი გამოგივათ. შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით და ბოსტნეულთან ერთად მიიტანოთ სუფრაზე.
შეგიძლიათ, ვიდეოგაკვეთილიც იხილოთ
людо не только питательное и вкусное, оно и выглядит чрезвычайно аппетитно! Если ты хочешь впечатлить близких эффектным ужином, этот вариант идеален.