ორიგინალური კერძი მარტივი ინგრედიენტებით დაგჭირდებათ:
კარტოფილი - 1 კგ
ყველი - 150 გრამი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
ნიორი- ერთი კბილი
კარაქი - 1 სუფრის კოვზი
კვერცხი - 1 ცალი
მწვანე ხახვი - გემოვნებით
თუ გაქვთ, ასევე უხდება: მუსკატის კაკალი - 1 მწიკვი, ნაღები - 1 სუფრის კოვზი
მომზადება:
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ერთმანეთში არეული გახეხილი ნიორი და კარაქი.
გაფცქვნილი და რგოლებად დაჭრილი კარტოფილი ფორმაში ჩაალაგეთ.
ნაღებს დაუმატეთ კვერცხი, გახეხილი ყველის ნახევარი, მუსკატის კაკალი, მარილი, პილპილი და აურიეთ. შემდეგ ეს ნარევი დაახსით კარტოფილს. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ყველი და 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით. გამოაცხვეთ 45-50 წუთის განმავლობაში.
სუფრაზე ცხელი მიიტანეთ და მწვანე ხახვი მოაყარეთ.