რულეტის მომზადების მარტივი რეცეპტი მომზადების წესი:
ხახვთან ერთად მოვთუშოთ პატარა კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, შემდეგ დავამატოთ ასევე კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, ნიორი, მწვანილი და ბოლოს, დავაგემოვნოთ მარილითა და შავი პილპილით.
ავიღოთ საქონლის ხორცის 6 თხელი ნაჭერი და დავბეგვოთ კარგად, შემდეგ დავაფინოთ სიგრძეზე ლამაზად (ერთი მეორეზე გადადებით), მოვაყაროთ ცოტა მარილი, შავი პილპილი, მასზე მოვათავსოთ ყველის თხელი ნაჭრები და წინასწარ მომზადებული ბოსტნეული. გადავახვიოთ რულეტივით და შევწვათ ღუმელში.
ანა კოსტავა