ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ ეს გემრიელი და ფხვიერი ნამცხვარი რაც მთავარია, მარტივი და სწრაფად მოსამზადებელია.
აიღეთ 100 გრამი კარაქი, მოაყარეთ 130 ან 150 გრამი შაქარი, ერთი ცალი ვანილი და ორ ჭიქამდე ფქვილი, აურიეთ სწრაფად, ოღონდ არ გადნეს შაქარი, რომ ფხვიერი იყოს. ცოტა ხნით შედგით მაცივარში.
გამოიღეთ, გააბრტყელეთ და გამოჭერით სასურველი ფორმები.
გამოაცხვეთ ღუმელში ფერის შეცვლამდე. საცხობ ლანგარზე ცხიმის წასმა არ უნდა.
ნინო სურმანიძე