მიჰყევით ჩვენს რჩევებს და ყოველთვის ფაფუკი, ჰაეროვანი ბისკვიტი გამოგივათ!
მიჰყევით ჩვენს რჩევებს და ყოველთვის ფაფუკი, ჰაეროვანი ბისკვიტი გამოგივათ!
1. არ გამოიყენოთ სოდა.
ეს მცდარი მოსაზრებაა. ბისკვიტი ბევრად ფაფუკი გამოვა, თუკი მასში ცოტაოდენ სოდას ან გამაფხვიერებელს დაუმატებთ. უმჯობესია, თუ მათ ფქვილში შეურევთ და ისე დაამატებთ ბისკვიტში.
2. რაც უფრო ტკბილია ბისკვიტი, მით უკეთესია.
შაქარი საშუალებას არ მისცემს ბისკვიტს ამოვიდეს და ამასთან მას მოყავისფროს გახდის.
3. ბევრი ფქვილი
აურიეთ ფქვილში სახამებელიც (3/4 ფქვილი, 1/4 სახამებელი)... ასე ბისკვიტი უფრო ფუნფულა გამოვა.
4. რაც უფრო დიდხანს და ინტენსიურად ავთქვეფთ კვერცხს, მით უკეთესი ბისკვიტი გამოვა.
ეს შეცდომაა! უნდა ათქვიფოთ კვერცხი მანამ, სანამ 3-ჯერ არ მოიმატებს მოცულობაში. თუ კიდევ გააგრძელებთ თქვეფას, მასა დაჯდება და შესაბამისად ბისკვიტიც არ ამოვა.