როგორ მოვხარშით სწორად მურაბა არსებობს უამრავი ხრიკი, რომლის წყალობითაც მურაბა იდეალური გამოდის არა მხოლოდ გემოთი, არამედ ინარჩუნებს ყველა ვიტამინსა და სასარგებლო მიკროელემენტს.
როგორ მოვხარშით სწორად მურაბა
1. საუკეთესო გამოდის მურაბა მხოლოდ მწიფე და საღი ხილისგან. ამიტომაც, გაუძელით ცდუნებას და არ იყიდოთ იაფად შელახული ხილი.
2. იმისათვის, რომ ნაყოფი რეცხვისას არ დაზიანდეს, აავსეთ ნიჟარა წყლით და დაალბეთ მასში ხილი, თან ხელით ნაზად მოურიეთ. შემდეგ გაუშვით წყალი.
3. გარეცხვის შემდეგ შეგიძლიათ გამოკურკოთ და მოაცილოთ ხილს ყუნწები. გარეცხვამდე ამას ნუ გააკეთებთ.
4. მურაბის ხარშვისას ერთ-ერთი უმთავრესი ნიუანსი - შაქარია. დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ხილს ერთი რაოდენობის შაქარი არ ჭირდება - გააჩნია, რამდენად ტკბილი ან მჟავეა ხილი. შეგიძლიათ არეგულიროთ შაქარი სურვილისამებრ, მაგრამ იცოდეთ, რომ ზედმეტი თუ მოგივიდათ, შესაძლოა მურაბა ჩაშაქრდეს. განაგრძეთ კითხვა