ძალიან გემრიელი ნამცხვარი ანა კოსტავას რეცეპტით ძალიან გემრიელი ნამცხვარი ანა კოსტავას რეცეპტით:
დაგვჭირდება:
5 კვერცხი;
2 ჭ. შაქარი;
200 გრ. რბილი მარგარინი(ან კარაქი);
1 შეკვრა ვანილი;
1 ჭ.(200 გრ.) მაწონი;
1 შეკვრა(16 გრ.) გამაფხვიერებელი, ან 1 ჩ/კ სოდა-ძრით;
4 ს/კ კაკაო;
2,5 ჭ. ფქვილი;
5 ცალი ვაშლი.
მომზადების წესი:
კვერცხი, შაქარი,ვანილი და მარგარინი გავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ მაწონი და ბოლოს- ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი.
ცომის მასა მოვათვსოთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე და თავზე დავაწყოთ თხლად დაჭრილი ვაშლის ნაჭრები.
გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.