წვნიანები ბავშვებისთვის 6 თვიდან ინგრედიენტები:
ქათმის ხორცი - 70 გრ.
ქათმის ბულიონი - 200 მლ.
რძე - 50 მლ.
ხახვი - 5 გრ.
ოხრახუშის ძირები - 5 გრ.
ფქვილი - 5 გრ.
კარაქი - 5 გრ.
მარილი
მომზადება:
მოხარშეთ ქათმის ბულიონი (პირველი ნახარში აუცილებლად გადააქციეთ), დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და ოხრახუშის ძირები. მოხარშული ხორცი ორჯერ გაატარეთ ხორცის გასატარებელ მანქანაში. გატარებული ხორცი შეურიეთ ცხელ ბულიონს. ასევე დაამატეთ ფქვილისა და კარაქის ნარევი. შემდეგ დაუმატეთ რძე, მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ქათმის სუპ-პიურე თქვენი პატარასთვის მზადაა.